„ფუდპანდა“  მომხმარებელს საუკეთესო სერვისს სთავაზობს

„ფუდპანდა“ მომხმარებელს საუკეთესო სერვისს სთავაზობს

საკვების ონლაინ შეკვეთის საერთაშორისო კომპანია „ფუდპანდა“  მომხმარებელს საუკეთესო სერვისს სთავაზობს და მსოფლიო ბაზარზე ლიდერობისკენ ისწრაფვის. აღნიშნული მიზნის მისაღწევად,  2012 წლიდან მოყოლებული, „ფუდპანდამ“(www.foodpanda.ge ) 200 მილიონ  დოლარზე მეტი დაფინანსების მოპოვება შეძლო, რამაც ხელი შეუწყო მსოფლიო ბაზარზრე მის ლიდერობას.

დღეს „ფუდპანდა“  მობილური აპლიკაციის (iOS, Android, Windows Mobile) და ვებ გვერდის  - www.foodpanda.ge  საშუალებით  საკვების შეკვეთის ყველაზე კომფორტულ მეთოდს გთავაზობთ.   ფუდპანდას 40 ქვეყანაში 45 ათასზე მეტი პარტნიორი ჰყავს და  32 ქვეყანაში ლიდერის პოზიციას ინარჩუნებს. 

ძირითადი კონკურენტების შესყიდვის შემდეგ, ინდოეთში, მექსიკაში, რუსეთში, ბრაზილიაში, ევროპაში, შუა აღმოსავლეთსა და აზიაში, კომპანია ტექნოლოგიებისა და პროდუქტის განვითარების ხელშეწყობას კიდევ უფრო აძლიერებს.

სულ ახლახანს კი, კომპანიამ მთავარი პარტნიორი  Rocket Internet-ისგან, ასევე სხვა არსებული და ახალი ინვესტორებისგან 110 მილიონი დოლარის მოცულობის დაფინანსება მიიღო.

Rocket Internet „ფუდპანდას“(www.foodpanda.ge ) მთავარი პარტნიორია და საკვების ონლაინ  შეკვეთის ბაზარზე ერთ-ერთი ლიდერი კომპანიაა, რომელიც მსოფლიოში უმსხვილეს ბიზნეს ინკუბატორს წარმოადგენს ელექტრონულ კომერციაში.  ერთი თვის წინ Rocket Internet-მა კომპანია “Talabat”-ის აქციების 100 პროცენტი  შეისყიდა, რომლის  ღირებულებამ  დაახლოებით 150 მილიონი ევრო შეადგინა. კომპანია “Talabat” კიდევ უფრო მეტად უზრუნველყოფს მათ ლიდერობას ორ მნიშვნელოვან ბაზარზე, კერძოდ,  საუდის არაბეთსა და გაერთიანებულ არაბთა საემიროებში, რომლებიც  მაღალი დონის სმარტფონების ინტეგრაციითა და ამ მიმართულებით განვითარების  პერსპექტივებით გამოირჩევიან.

ბიზნეს ინკუბატორის  მიღწევებზე საუბრობენ ექსპერტებიც, რადგან ეს ბიზნესი  საუდის არაბეთსა და გაერთიანებულ არაბთა საამიროების ბაზრებზე  კომპანია Talabat-ის გავლენით გახდება შესაძლებელი, რომელიც  საკვების შეკვეთის ბაზარზე შუა აღმოსავლეთში მთავარი მოთამაშეა.  კუვეიტში დაფუძნებული საკვების მიტანის სერვისი აღნიშნული  ტერიტორიის გარდა,   აქტიურობს საუდის არაბთა  გაერთიანებულ საემიროებში, ასევე ბარაინში, ომანსა და კატარში. ამ ეტაპზე, ისინი  1300 -ზე მეტ რესტორანთან  თანამშრომლობენ, რომელთა შორისაა ცნობილი და ძლიერი ბრენდები, როგორიცაა Burger King, KFC, JonnyRocket, Hardees, TGI Fridays, Pizza Hut, PizzaExpress, Papajohn და Subway.

ოლივერ სამვერი, Rocket Internet-ის აღმასრულებელი დირექტორი: „საკვების შეკვეთის სექტორში სამომვალოდ დიდ ცვლილებებს უნდა ველოდოთ. Rocket Internet ახლად შექმნილი Global Online Takeaway Group-ის დახმარებით მნიშვნელოვანი ბაზრების კონსოლიდირების წინაპირობაა და ონლაინ სექტორი კიდევ უფრო მიმზიდველი იქნება. შუა აღმოსავლეთი ერთ-ერთი ანალოგიური ბაზარია დიდი ზრდის პერსპექტივით, შესაბამისად,  Talabat.com-ის შეძენა ჩვენს გრძელვადიან სტრატეგიაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია.“

როგორც კომპანიაში განმარტავენ, ფინანსური გაძლიერება ახალი  ტექნოლოგიების დანერგვასა და პროდუქტის განვითარებას განაპირობებს. „ფუდპანდა“  აქცენტს სამომხმარებლო სერვისებსა და კლიენტების ლოიალურობაზე აკეთებს, რაც  სერვისს  კიდევ უფრო   კომფორტულსა და მეგობრულს ხდის.

რალფ უენცელი, „ფუდპანდა“ჯგუფის თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი: „ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში  ონლაინ საკვების მიტანის სფეროში დიდი პოტენციალის მქონე განვითარებად ბაზრებზე სოლიდური პოზიცია დავიკავეთ. ნებისმიერი ახალი დაფინანსება შესაძლებლობას იძლევა  გაზრდილი მასშტაბებით მოვახდინოთ კონცენტრირება  მომხმარებლებზე ახალი და უფრო კომფორტულ სერვისების შეთავაზებით... ჩვენ შევძლებთ ჩავანაცვლოთ  პიცის ფლაერებითა და ტელეფონის ზარებით განხორციელებული შეკვეთები რეალური ალტერნატივით “

foodpanda  მომხმარებლის მოთხოვნებზე ორიენტირებული კომპანიაა, რომელიც ისეთი თანამედროვე ტექნოლოგიური სიახლის გამოყენებით, როგორიცაა მობილური აპლიკაცია, საკვების შეკვეთას ბევრად უფრო მარტივსა და  სახალისოს ხდის, რაც მომხმარებლის მაქსიმალურ კომფორტს განაპირობებს. გამარტივებული ფორმით 70-ზე მეტი კვების ობიექტიდან კერძების შეკვეთა და ადგილზე მიტანა თბილისის, ბათუმის,  ქუთაისის, მცხეთისა და რუსთავის მასშტაბით საიტის გარდა (www.foodpanda.ge) მობილური აპლიკაციის (iOS, Android, Windows Mobile) საშუალებითაც   შეგიძლიათ. 

foodpanda, ონლაინ საკვების შეკვეთის სერვისია, რომელიც მსოფლიოს  45-ზე მეტ ქვეყანაშია. გერმანულმა ბრენდმა ქართულ ბაზარზე ოპერირება 2014 წლის მარტში დაიწყო. „ფუდპანდას“ სათავო ოფისი ბერლინში მდებარეობს, საიდანაც ყველა ქვეყნის საქმიანობის კოორდინირება ხორციელდება. ამ ეტაპზე ფუდპანდა მსოფლიო 40 ბაზარზეა აქტიური, მათ შორის, აზიის, ევროპის, შუა აღმოსავლეთის, აფრიკისა და ლათინური ამერიკის რეგიონებში.