გლდანის რაიონის გამგეობასა და შპს თვალის კლინიკა ,,ახალ მზერას“ შორის 2014 წლის დეკემბერში გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე, უფასო სამედიცინო გამოკვლევები დაიწყო.
გლდანის კენტ მიკრო-რაიონებში 500 სოციალურად დაუცველი მოქალაქის, პენსიონერის, ვეტერანის, მრავალშვილიანი დედის და შშმ პირისთვის, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად, უფასო გამოკვლევა მიმდინარეობს. მოქალაქეები კმაყოფილნი არიან ჩატარებული აქციით. აქციას გლდანის გამგებელი ბესიკ ქარცივაძე და მისი მოადგილეები დაესწრნენ.
მემორანდუმის თანახმად, ასეთივე ღონისძიება ჩატარდება რაიონში არსებულ დანარჩენ სამ ტერიტორიულ სამსახურში: გლდანის ლუწ მიკრო-რაიონებში, მუხიანსა და ავჭალაში. სულ გამოკვლეულ იქნება 2 000 მოქალაქე. უფასო სამედიცინო კვლევები გლდანის რაიონში რამდენიმე თვის მანძილზე გაგრძელდება.