კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" დღეს, აღმაშენებლის ხეივანში გადაუდებელ ტექნიკურ სამუშაოებს ატარებს. ტექნიკური სამუშაოები ტარდება 1400 მმ-იანი მაგისტრალური წყალდენის რესტორან „ფორტუნას" მიმდებარედ გამავალ მონაკვეთზე. სამუშაოების ჩატარებამ წყალსადენის მაგისტრალური ქსელების წყლისგან დაცლას მოითხოვა.
გადაუდებელი სამუშაოების განხორციელების მიზნით, ხვალ, გამთენიის 05:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყვეტილი აქვს:
სოფელი დიღმის ნაწილს, ვაჟა-ფშაველასა და ყაზბეგის გამზირების ნაწილს, ვაჟა-ფშაველას კვარტლებს, ნუცუბიძის ქუჩასა და ფერდობებს
ვაკისა და მთაწმინდის რაიონების ქუჩების ნაწილს, ბაგებს, წყნეთს, ახალდაბას, კიკეთს, კოჯორს, ტაბახმელას, წავკისს და შინდისს.
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" შეეცდება სამუშაოების ჩატარება შესაძლებლად მოკლე დროში დაასრულოს. წყალმომარაგება აღდგება ხვალ, 23 მარტის გამთენიის 05:00 საათიდან, ეტაპობრივად, სამუშაოების დასრულებისთანავე.
წყალმომარაგების შეწყვეტის თაობაზე დეტალური ინფორმაციის მოძიებას თბილისელები შეძლებენ „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" ოფიციალურ Facebook-გვერდზე და ვებგვერდზე -
http://www.georgianwater.com/ka/gadaudebeli ასევე, ნებისმიერ მომხმარებელს შეუძლია მიმართოს კომპანიის ცხელ ხაზს ( 2 93 11 11 ) და ვებგვერდის ინტერნეტ-ჩეთს.