კვირას, 22 მარტს, 11:00 საათიდან, კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი", წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ი. ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკური სკოლის მოსწავლეებთან ერთად, თბილისის რამდენიმე სკვერში მინიაქციებს მოაწყობს.
აქციები გაიმართება ვაკეში მდებარე მრგვალ ბაღში, პეკინის გამზირზე მდებარე ბუკიას ბაღსა და აღმაშენებლის გამზირზე მდებარე „ვარდების ბაღში".