სამინისტროსთან გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, კლინიკა „გორმედის“ ექიმებმა ხურვალეთისა და შავშვების ჩასახლებებში 400-მდე დევნილს უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარეს.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი და მინისტრის მოადგილე მამუკა ცოტნიაშვილი ხურვალეთსა და შავშვებში მცხოვრებ დევნილებს შეხვდნენ და გამოკლვევების პროცესი ადგილზე მოინახულეს.
დევნილებს მოემსახურნენ: ტრამვატოლოგი, ქირურგი, ოფთალმოლოგი, ოტორინოლარინგოლოგი, ენდოკრინოლოგი, თერაპევტი, კარდიოლოგი, პედიატრი და გინეკოლოგი. მაღალტექნოლოგიური კვლევების საჭიროებისას „გორმედ“-მა უზრუნველყო პაციენტების ტრანსპორტირება კლინიკაში და დიაგნოსტიკა.
ფარმაცევტულმა კომპანიებმა დევნილებს ექიმების მიერ დანიშნული მედიკამენტები უსასყიდლოდ გადასცეს.