კამპანიის მიზანი დანაშაულის პრევენციაა, რომლის ფარგლებში მინისტრი ახალგაზრდობას მოუთხრობს სასჯელაღსრულების დაწესებულებებზე და კრიმინალური სუბკულტურისკენ მიდრეკილ პირებზე, თუ რას აკეთებს სახელმწიფო იმისთვის, რომ საზოგადოება კრიმინალური მენტალიტის მავნე გავლენებისგან დაიცვას.
მინისტრის თქმით, ის კრიმინალურ სუბკულტურას ახალგაზრდობიდანვე ებრძოდა და ამან განაპირობა მისი პროფესიული არჩევანიც. „იურისპრუდენციას სწორედ ამ კედლებში ვეზიარე და ამიტომ ახალგაზრდებთან შეხვედრები, მოცემული კამპანის ფარგლებში, რომელსაც სისტემატიური ხასიათი ექნება, სწორედ ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან დავიწყე“,- აღნიშნა გიორგი მღებრიშვილმა.
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი სტუდენტებს სამინისტროში დაგეგმილი რეფორმის შესახებ ესაუბრა, რომელიც პენიტენციური სისტემის ძირეულ გარდაქმნას, თანამშრომელთა სოციალური, სამართლებრივი და უსაფრთხოების გარანტიების გაზრდას ემსახურება.