28 მარტს, შაბათს, ადგილობრივი დროით 20:30 -დან 21:30 საათამდე მსოფლიო მეცხრედ, საქართველო კი უკვე მეშვიდედ „დედამიწის საათს“ აღნიშნავს.
„დედამიწის საათიs“ ორგანიზატორია ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდი (WWF). ეს მსოფლიოში უდიდესი გარემოსდაცვითი აქციაა, რომლის დროსაც მილიონობით ადამიანი ერთი საათით ელექტროენერგიის გამოყენებაზე უარს აცხადებს და ამით პლანეტის მწვანე და უსაფრთხო მომავლის მხარდაჭერას გამოხატავს.
ღონისძიების მთავარი მიზანია კლიმატის ცვლილების შესახებ ინფორმაციის მიწოდება, საზოგადოების გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება, პასუხისმგებლობის გაზრდა, საკუთარი ქცევის შეფასება და შეცვლა გარემოს სასარგებლოდ. კამპანია “ერთი საათის ფარგლებს” უკვე გასცდა და მიზნად ცხოვრების წესად დამკვიდრებას ისახავს.
კლიმატის ცვლილება დედამიწის ყველაზე რთული და კომპლექსური გარემოსდაცვითი პრობლემაა. მის ცვლილებაზე ზემოქმედების შესაძლებლობის შანსი ამ ეტაპზე არსებობს, ხვალ შესაძლოა დაგვიანეული აღმოჩნდეს.
ამ დღეს მსოფლიოს ყველაზე ცნობილი ღირსშესანიშნაობები „დედამიწის საათის“ დადგომისას კიდევ ერთხელ ჩაბნელდებიან და მისი მხარდამჭერები მთელი მსოფლიოს მასშტაბით კლიმატის ცვლილების შესაცვლელ მხარდამჭერ აქციას შეუერთდებიან.
ღონისძიების ორგანიზატორები არიან: ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდი (WWF), საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო და კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი (CENN).
„დედამიწის საათის“ მხარდამჭერები პარტნიორები: თბილისის მერია, გაეროს წარმომადგენლობა საქართველოში, ეკოხედვა, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება.
კრეატიული იდეის ავტორი და შემსრულებელი: სარეკლამო სააგენტო ბეთერფლაი.
მედია მხარდაჭერა: ჯეპრა, რუსთავი 2, რადიო საქართველო, აუთდორი, პალიტრა მედია, ჯორჯია თუდეი, ტაბულა, CBW, iPress.ge, BPI, Marketer.ge, ჟურნალი "თბილისელები". „დედამიწის საათი“ ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის საყოველთაო გარემოს დაცვითი მოძრაობაა. ეს არის კლიმატის ცვლილებისადმი მიძღვნილი ღია კამპანია, რომელიც „დედამიწის საათი“ ერთ ქალაქში ჩატარებული სიმბოლური ღონისძიებიდან მსოფლიოს უმსხვილეს საზოგადოებრივ გარემოსდაცვით მოძრაობაში გადაიზარდა. 2014 წელს „დედამიწის საათში“ ჩაებნენ მოქალაქეები, საწარმოები და ორგანიზაციები 7 000-ზე მეტ ქალაქში, 162 ქვეყნასა და ათასობით სხვადასხვა რეგიონში. 2015 წლის „დედამიწის საათის“ მიზანია, მილიონობით მხარდამჭერის ძალა კლიმატის ცვლილებაში ცვლილების შეტანის მიზნით მთელ მსოლფიოში გამოიყენოს.
ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდი (WWF) მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი დამოუკიდებელი გარემოსდაცვითი დაცვითი ორგანიზაციაა ხუთ მილიონზე მეტი მხარდამჭერითა და გლობალური ქსელით 100-ზე მეტ ქვეყანაში. ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის მისიაა, შეაჩეროს დედამიწის ბუნებრივი გარემოს გადაგვარება და ისეთი მომავალი შექმნას, რომელშიც ადამიანები ბუნებასთან ჰარმონიულ კავშირში იცხოვრებენ, რასაც ის მიაღწევს სამყაროს ბიოლოგიური მრავალფეროვნების დაცვით, ადამიანების დარწმუნებით, რომ განახლებადი ბუნებრივი რესურსების გამოყენება მდგრადობას განაპირობებს და გარემოს დაბინძურებისა და არაეკონომიური მოხმარების შემცირებისთვის ხელშეწყობის გზით.
საკონტაქტო პირი:
ანა ცინცაძე
კომუნიკაციების მენეჯერი WWF CauCasus
atsintsadze@wwfcaucasus.org +995 577271101