დღეს, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის გლდანის რაიონის გამგეობაში, გამგებელ ბესიკ ქარცივაძესა და საერთაშორისო ქართულ-ფრანგული ასოციაცია GFA, პრეზიდენტ კატრინ ღუსსელს შორის მემორანდუმი გაფორმდა.
მხარეები, ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულების პუნქტებიდან გამომდინარე, სოციალური პროექტების დაგეგმარებაში ითანამშრომლებენ. ურთიერთხელშეწყობის საფუძველზე განხორციელდება საერთაშორისო პროექტები, რაც გლდანის რაიონის და საფრანგეთის ერთ-ერთ რაიონთან დაძმობილებას გულისხმობს. ეს არის მიზნობრივი ადმინისტრაციული თანამშრომლობა, რომელიც საუკეთესო საშუალებაა გამოცდილების გაზიარების და ურბანული განვითარებისთვის.
„GFA“ და ქალაქ თბილისის გლდანის რაიონის გამგეობა მიღწეული საერთაშორისო კონტაქტების საფუძველზე ერთობლივად მიიღებენ მონაწილეობას სამეცნიერო პროექტებში , კონფერენციებსა და დისკუსიებში.
ღონისძიებას ესწრებოდნენ სტუმრები: თბილისის მერის მოადგილე გიორგი სოლომონია, საკრებულოს დეპუტატები: ქეთევან ჯოხაძე, დავით უთმელიძე. თბილისზე მზრუნველის ტიტულის მფლობელი თემურ გოცირიძე.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ: ფოლკლორული ანსამბლი ,,შავლეგო“, ტრიო ნანა დაუშვილის ხელმძღვანელობით. 115-ე და 175-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები და 205-ე ბაგა-ბაღის აღსაზრდელები.