"ევროპის სკოლებიდან ჩაჰყავთ ბავშვები აუშვიცის, ბუხენვალდის, რავენსბრუკის და სხვა საკონცენტრაციო ბანაკებში..."

საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი  მინისტრი  სალომე ზურაბიშვილი ზუგდიდში, მოზარდებისთვის ციხის კადრების შესახებ ფილმის ჩვენებას ეხმაურება და სოციალურ ქსელში წერს, რომ ამგვარ მეთოდს ევროპაშიც იყენებენ.

„ფარისევლობა დაგვყუპავს!

ბოლო ბოლო არ ვიცი ვის რა კადრები აჩვენეს მაგრამ რომც ეჩვენებიათ "ის" ციხის კადრები ამაში ტრაგიკულს და ბოდიშის მოსახდელ მიზეზს ხელისუფლების მხრიდან ვერ ვხედავ.... გაგახსენებთ რომ ევროპის სკოლებიდან ჩაჰყავთ ბავშვები აუშვიცის, ბუხენვალდის, რავენსბრუკის და სხვა საკონცენტრაციო ბანაკებში და არა მხოლოდ ათვალიერებენ მათ, არამედ ფოტო მასალას და ფილმებს ეცნობიან სწორედ იმისთვის რომ მეხსიერებაში ჩაიბეჭდოს ... იგივე ხდება როცა ტურისტად ჩადიხარ იზრაელში და დიდი პატარა აუცილებლად უნდა მიგიყვანონ " იად ვაშემის" მემორიალთან და იქ მოთავსებულ უმძიმეს გამოფენას გათვალიერებენ!.. ან კიდევ სომხეთში ჩასული როცა გენოციდის მუზეუმს ეწვევა ადამიანი თუ ახალგაზრდა , რა მნიშვნელობა აქვს .. ეს არის დღევანდელი მსოფლიო სადაც არც ბავშვებს არ უფრთხილდებიან თუ კი გვესმის რა ხდება სირიაში ... ამიტომ ყველა უცხოეთის ტელევიზიები ხშირად იმეორებენ იმ ძალიან მძიმე კადრებს ამ ტრაგედიების ამსახველს სწორედ იმისათვის რომ ახალგაზრდებს არ დაავიწყდეთ ბარბაროსობა და მასთან ბრძოლის აუცილებლობა... ჩვენ რა ნაზები და რა მორალისტები გავხდით უცებ, რომ გვირჩევნია ემოცია არ გამოიწვიოს ბავშვში, ავაცილოთ მას ეს განცდები, და ავარიდოთ საერთოდ ჩვენ ქვეყნის რეალობას... როცა სულ ორიოდე წლისწინ თვითონ შეიძლებოდა კადრების მაყურებელი კი არა სხვერპლიც გამხდარიყო ან თვითონ ან მამა თუ ძმა...."- წერს ზურაბიშვილი.