დღეს, 14:00 სთ-ზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის გლდანის რაიონის გამგეობა, გამგებელ ბესიკ ქარცივაძესა და საერთაშორისო ქართულ-ფრანგული ასოციაცია GFA, პრეზიდენტ კატრინ ღუსსელს შორის ფორმდება მემორანდუმი, რათა შემდგომში ერთობლივი ძალებით განახორციელონ საერთაშორისო და ადგილობრივი პროექტები.
მხარეები ითანამშრომლებენ ევროპასთან სოციალური პროექტების დაგეგმარებაში, რომელიც ევროპოასთან ასოცირების ხელშეკრულების პუნქტებიდანაა გამომდინარე. ურთიერთხელშეწყობის საფუძველზე განხორციელდება საერთაშორისო პროექტები, რაც საჯარო სამსახურების დაძმობილებას გულისხმობს საფრანგეთის ქალაქის ერთ-ერთ რაიონთან. ეს იქნება მიზნობრივი ადმინისტრაციული თანამშრომლობა, რომელიც საუკეთესო საშუალებაა გამოცდილებების გაზიარების კუთხით, ასევე ურბანული განვითარებისათვის.
„GFA“ და ქალაქ თბილისის გლდანის რაიონის გამგეობა მიღწეული საერთაშორისო კონტაქტების საფუძველზე ერთობლივად მიიღებენ მონაწილეობას სამეცნიერო პროექტების, კონფერენციებისა და დისკუსიებში.