დევნილი ბავშვები კატარში სასკოლო ოლიმპიადას დაესწრებიან

დევნილი ბავშვები კატარში სასკოლო ოლიმპიადას დაესწრებიან

17 დევნილი ბავშვი, კატარის  ოლიმპიურ კომიტეტის მიწვევით, ქალაქ დოჰაში 2015 წლის მარტში სასკოლო ოლიმპიადის ფინალზე დასასწრებად   გაემგზავრა.

დევნილი ბავშვები ორი დღის განმავლობაში დაესწრებიან სასკოლო ოლიმპიადის ფინალს, დანარჩენ ორ დღეს კი საშუალება ექნებათ დაათვალიერონ კატარის ღირსშესანიშნაობები. მგზავრობის,ცხოვრების და შიდა გადაადგილების ხარჯებს კატარის მხარე საკუთარ თავზე იღებს.

მოსწავლეების შერჩევა სამინისტროს მიერ გამოცხადებული კონკურსის შედეგად, სპეციალური კრიტერიუმების შესაბამისად მოხდა.    კონკურსანტების შერჩევის კრიტერიუმებს წარმოადგენდა:  სპორტულ შეჯიბრებებში გამარჯვება, მაღალი აკადემიური მოსწრება,  მოსწავლის ოჯახის სოციალურ პროგრამაში მონაწილეობა და სხვა.   

იხილეთ შერჩევის კრიტერიუმები:  (http://mra.gov.ge/geo/news/show/189/6270)

კონკურსში მონაწილეობა 11-15 წლამდე ბავშვებისთვის იყო შესაძლებელი, რომლებიც აკმაყოფილებდნენ  შერჩევის კრიტერიუმებიდან  ერთ-ერთს  მაინც.  განცხადებების მიღება საქართველოს ოკუპირებულ  ტერიტორიებიდან იძულებით  გადაადგილებულ პირთა,  განსახლებისა და ლტოლვილთა  სამინისტროში და მის ტერიტორიულ ორგანოებში  მიმდინარეობდა.