ბიზნეს იდეების კონკურსი მიკრო და მცირე ბიზნესის წამოსაწყებად

ბიზნეს იდეების კონკურსი მიკრო და მცირე ბიზნესის წამოსაწყებად

2015 წლის  15 მარტს სამცხე ჯავახეთსა და ქვემო ქართლში მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამა  დაიწყო.  ბიზნეს იდეების კონკურსის ფარგლებში  განაცხადების მიღება 5 მაისამდე გაგრძელდება.

მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამა ხორციელდება საქარველოს პრემიერ მინისტრის მიერ ინიცირებული სახელმწიფო პროგრამის  „აწარმოე საქართველოში“  ფარგლებში და მიზნად ისახავს საქართველოს რეგიონებში მიკრო და მცირე ბიზნესის განვითარებას - მეწარმეების დაფინანსებისა და ცოდნის ამაღლების გზით. პროგრამას ქვეყნის მასშტაბით ახორციელებს სსიპ მეწარმეობის განვითარების სააგენტო  კონრაქტორი არასამთავრობო ორგანიზაციების მეშვეობით. სამცხე ჯავახეთსა და ქვემო ქართლში  სააგენტოს კონტრაქტორია ააიპ რეგიონული განვითარების ასოციაცია (RDA).

კონკურსის მიზანია გამოავლინოს საუკეთესო ბიზნეს იდეები, რისთვისაც პირველ ეტაპზე ხდება  პროგრამის განაცხადის ფორმის შევსება. საუკეთესო ბიზნეს იდეების ავტორებს მიეცემათ შესაძლებლობა გაიარონ სპეციალური ტრენინგი, შეადგინონ პროფესიონალური ბიზნეს გეგმა და კონკურსის წესით მოიპოვონ თანადაფინანსება იდეის განსახორციელებლად (5,000 ლარამდე 1 მეწარმე, 10,000 ლარამდე 2 მეწარმე, 15,000 ლარამდე 3 მეწარმე). თანადაფინანსების მოპოვების შემთხვევაში მეწარმეს მოეთხოვება თანადაფინანსების სულ მცირე 20% ოდენობის ფულადი თანამონაწილეობა ბიზნესში.

თანადაფინანსების მოსაპოვებლად, მეწარმეები მიიღებენ მონაწილეობას ჯერ ბიზნეს იდეების კონკურსში, რომლის ფარგლებშიც სპეციალური განაცხადის ფორმის მეშვეობით ხდება იდეის აღწერა ხოლო სპეციალური ტრენინგის შემდგომ კი წარუდგენენ საკუთარ ბიზნეს გეგმებს პროგრამის  კომისიას.

ბიზნეს იდეების კონკურსში მონაწილეობა შეუძლია სამცხე ჯავახეთსა და ქვემო ქართლში მიკრო ან მცირე ბიზნესის წამოწყების ან განვითარების მსურველ ნებისმიერ სრულწლოვან საქართველოს მოქალაქეს, რომელიც არ არის საჯარო მოხელე და არ აქვს საგადასახადო დავალიანება სახელმწიფოს წინაშე. ბიზნეს გეგმების კონკურსში მონაწილეობას გააგრძელებენ მხოლოდ ის მეწარმეები, ვისაც შემოსავლების სამსახური მიანიჭებსს მიკრობიზნესის, მცირე ბიზნესის ან ფიქსირებული გადასახადის გადამხდელი ფიზიკური პირის სტატუსს. ხოლო მეწარმეთა ჯგუფებს, კონკურსის ბოლო ეტაპზე ასევე მოეთხოვებათ გაერთიანება ამხანაგობის ფორმით.

პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება როგორც სასოფლოსამეურნეო ასევე არასასოფლოსამეურნეო წარმოება და მომსახურება, რომელიც ნებადართულია ზემოხსენებული სპეციალური შეღავათიანი დაბეგვრის სტატუსის მქონე ფიზიკური პირებისთვის.

15 აპრილიდან მეწარმები შეძლებენ შეავსონ განაცხადი ონლაინ!

ბიზნეს იდეების განაცხადის ფორმის ჩამოტვირთვა შესაძლებელია შემდეგი ბმულებიდან მიკრო და მცირე ხელშეწყობის პროგრამა-იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი მიკრო და მცირე ხელშეწყობის პროგრამა-სამცხე-ჯავახეთი და ვქემო ქართლი პროგრამასთან დაკავშირებული ინფორმაციის გაცნობა შესაძლებელია ვებგვერდზე www.qartuli.ge

მისამართი: ქვემო ქართლი, მარნეული, რუსთაველის ქუჩა #48;

სამცხე ჯავახეთი,  ახალციხე, გვარამაძის ქუჩა #16.

იმერეთი, ქ. ქუთაისი, თამარმეფის ქუჩა #35

პროგრამის ცხელი ხაზი: 0322-05-19-92.