ქ. თბილისის მერიისა კეთილმოწყობის სამსახურის წარმომადგენლებმა და გლდანის რაიონის გამგეობის თანამშრომლებმა ინფრასტრუქტურული საპროექტო სამუშაოების დაგეგმვის მიზნით, სადარბაზოებთან მისასვლელი და ცენტრალურ ქუჩასთან დამაკავშირებელი კიბეების, მოედნებისა და შიდაკვარტალური გზების აზომვითი სამუშაოები ჩაატარეს.
დუმბაძის პროსპექტზე IVმ/რ-ის, მე-5 და მე-8 კორპუსების მიმდებარე ტერიტორის, მუხიანი 2-ში მდებარე - 26 მაისის, შორაპნის, სამეგრელოსა და გურიის ქუჩების შესაკეთებლად მალე ტენდერი გამოცხადდება.