GWP დღეს, გამთენიიდან, ღრმაღელის სათავე ნაგებობის მიმდებარედ, გადაუდებელ ტექნიკურ სამუშაოებს ახორციელებს

GWP დღეს, გამთენიიდან, ღრმაღელის სათავე ნაგებობის მიმდებარედ, გადაუდებელ ტექნიკურ სამუშაოებს ახორციელებს

კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" დღეს გამთენიიდან, ღრმაღელის სათავე ნაგებობის მიმდებარედ, გადაუდებელი ტექნიკური სამუშაოების განხორციელება დაიწყო. კერძოდ, სამუშაოები ტარდება ღრმაღელის სათავე ნაგებობიდან გამომავალ 1400 მმ-იან გვირაბული წყალდენის ვაზისუბნის მონაკვეთზე, რომელიც ავარიულადაა დაზიანებული. დაზიანების აღმოფხვრას კომპანია  დაუყოვნებლივ შეუდგა. სამუშაოების ჩატარებამ წყალსადენის მაგისტრალური ქსელების  წყლისგან დაცლა მოითხოვა.

გვირაბული წყალდენზე გადაუდებელი სამუშაოების განხორციელების მიზნით, დღეს, გამთენიის 06:00 საათიდან, ხვალ, 14 მარტის დილის 08:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება:

·         ივერთუბნის, ლოტკინის, კუკიის, სვანეთის უბნის, ელია-არსენალის, მეტრომშენის, ნავთლუღის და ვაზისუბნის დასახლებებს, ასევე, ავლაბრის ნაწილს.

დროის აღნიშნულ მონაკვეთში წყალს დაბალი წნევით მიიღებს:

·         მოსკოვის გამზირი და მისი მიმდებარე ქუჩები.

 “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" შეეცდება სამუშაოების ჩატარება შესაძლებლად მოკლე დროში დაასრულოს. წყალმომარაგება აღდგება ხვალ, 14 მარტის დილის 08:00 საათიდან, ეტაპობრივად, სამუშაოების დასრულებისთანავე.

წყალმომარაგების შეწყვეტის თაობაზე დეტალური ინფორმაციის მოძიებას თბილისელები შეძლებენ „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" ოფიციალურ Facebook-გვერდზე და ვებგვერდზე - http://www.georgianwater.com/ka/gadaudebeli/1685-tbilisis-zogiert-quchas-tskhalmomarageba-sheezghudeba

ასევე, ნებისმიერ მომხმარებელს შეუძლია მიმართოს კომპანიის ცხელ ხაზს ( 2 93 11 11 ).