„სინათლის ქალაქის“ ხემლძღვანელი ვასილ ხორავა და მისი მოადგილე თორნიკე კიზირია დღეს კომპანია „Philips”-ის წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრაზე, უცხოელმა სტუმრებმა მათი კომპანიის მიერ წარმოებული დიოდური სანათების პრეზენტაცია გამართეს და მათ ეფექტურობაზე ისაუბრეს.
„Philips”-ის წარმომადგენლებმა „სინათლის ქალაქთან“ სამომავლო თანამშრომლობის გეგმები განიხილეს და თბილისში გამოსაცდელი ვადით, მათ მიერ წარმოებული სანათის დამონტაჟების სურვილი გამოთქვეს.
„სინათლის ქალაქის“ დირექტორის, ვასილ ხორავას თქმით, „Philips”-ი მსოფლიო ბაზარზე საკმაოდ ცნობილი კომპანიაა, რომლის მიერაც წარმოებული სანათები სხვადასხვა ქალაქებშია დამონტაჟებული.
„ამჯერად „Philips”-ის წარმომადგენლებმა სურვილი გამოთქვეს, რომ მათი სანათები, საცდელი ვადით, თბილისშიც დამონტაჟდეს. ჩვენ ამას მხოლოდ მივესალმებით და სამომავლო თანამშრომლობის იმედს გამოვთქვამთ“- განაცხადა ვასილ ხორავამ.
„სინათლის ქალაქის“ დირექტორის მოადგილის თორნიკე კიზირიას თქმით კი, „Philips”-ის წარმომადგენლები დიოდურ სანათს თბილისის ერთ-ერთ უბანში უახლოეს მომავალში დაამონტაჟებენ, რის შემდეგაც სპეციალისტები მის ეფექტურობას დააკვირდებიან.