აზერბაიჯანის იუსტიციის სამინისტრომ საქართველოს პრობაციის ეროვნული სააგენტო, გამოცდილების გაცნობის მიზნით, მრგვალ მაგიდაზე მიიწვია.
2015 წლის 9-10 მარტს ბაქოში ორგანიზაცია „ციხის საერთაშორისო რეფორმის" მიერ ჩატარდა კონფერენცია თემაზე - „მიმდინარე სიტუაცია არასაპატიმრო სასჯელთა გამოყენებაზე აზერბაიჯანში და პრობაციის სამსახურის განვითარების პერსპექტივა".
როგორც მრგვალი მაგიდის მონაწილეებმა აღნიშნეს, საქართველო პრობაციის სფეროში რეგიონულ ლიდერს წარმოადგენს. შესაბამისად, აზერბაიჯანისთვის მისი გამოცდილების გაცნობა და დანერგვა უმნიშვნელოვანესია.
საქართველოს პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე თეიმურაზ მაღრაძე კონფერენციის მონაწილეების წინაში წარსდგა მოხსენებით, „პრობაციის სამსახური საქართველოში - განვითარების ისტორია, ამჟამინდელი მდგომარეობა და სამომავლო გეგმები".
საქართველოს პრობაციის სააგენტომ მზადყოფნა გამოთქვა, დაეხმაროს აზერბაიჯანს პრობაციის სისტემის ჩამოყალიბებასა და განვითარებაში.