დღეს გლდანის სპორტულ მანეჟში, გლდანის რაიონის სკოლებს შორის მინიფეხბურთის ჩემპიონატის ფინალური მატჩი გაიმართა. ჩემპიონატი რაიონის მასშტაბით სპორტული და კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებების პროგრამით ჩატარდა. იდეის ავტორი და ინიციატორი გლდანის რაიონის გამგებელი ბესიკ ქარცივაძეა.
2 კვირის მანძილზე გლდანის რაიონის 4 საუბნო ტერიტორიაზე (მუხიანი, ავჭალა, გლდანის კენტი და ლუწი მიკრო რაიონები) არსებულ კერძო და საჯარო სკოლებს შორის შეჯიბრი მიმდინარეობდა, რომელმაც ფინალისტები გამოავლინა. 175-ე (დირექტორი თინათინ ალავიძე) და 120-ე (დირექტორი მარინე წერეთელი) საჯარო სკოლები ერთმანეთს ფინალში შეხვდნენ. 2015 წლის გაზაფხულის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა 175-ე სკოლამ.
საზეიმო ნაწილს მსახიობი ბესო ბერულაშვილი უძღვებოდა. ფინალისტებს და მოწვეულ სტუმრებს მიესალმნენ გლდანის გამგებელი ბესიკ ქარცივაძე და საკრებულოს დეპუტატები, ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლები.
გამარჯვებულ გუნდს გლდანის გამგებელმა ბესიკ ქარცივაძემ თასი და საფეხბურთო მაისურები წარწერით ,,ჩემპიონი“ გადასცა. თბილისის საკრებულოს მუხიანის მჟორიტარი დეპუტატის ქეთევან ჯოხაძის წარმომადგენელმა მუხიანის გამარჯვებული სკოლის გუნდს, დეპუტატის სახელით, კინოკლუბის ბილეთები გადასცა .
მინიფეხბურთის ფინალს ესწრებოდნენ თბილისის მთავრობის წარმომადგენლები და საკრებულოს დეპუტატები, ახალგაზრდა და ვეტერანი სპორტსმენები, გამგეობის თანამშრომლები, გლდანის კერძო და საჯარო სკოლის დირექტორები, პედაგოგები, მოსწავლეები.
ჩემპიონატი ტრადიციულ ხასიათს მიიღებს და ყოველ წელიწადს გაიმართება.