დღეს, 11 მარტს, 12:00 საათზე, კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" ტექნიკური დირექტორის მოადგილე ომარ გოცირიძე ნაძალადევის რაიონის გამგებელს - ზაზა გაბუნიას ნაძალადევის რაიონში, ჭოპორტის შესახვევში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს ადგილზე გააცნობს.
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" ჭოპორტის შესახვევში წყალსადენისა და საკანალიზაციო ამორტიზებულ მონაკვეთებს ახლით ცვლის.
შეკრების ადგილი:
ნაძალადევის რაიონი, ჭოპორტის შესახვევი, 11:50 სთ.