დევნილთა საარსებო წყაროების განფასებული სამოქმედო გეგმის განხილვა გაიმართა

დევნილთა საარსებო წყაროების განფასებული სამოქმედო გეგმის განხილვა გაიმართა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში, დევნილთა საარსებო წყაროების სტრატეგიის განხორციელების სრულად განფასებული 2015-2016 წლების სამოქმედო გეგმის განხილვა გაიმართა. 

ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები აქტიურად ჩაერთვნენ  აღნიშნული სამოქმედო გეგმის განხილვაში. სამოქმედო გეგმის იმპლემენტაციის პროცესში მნიშვნელოვანია, ყველა იმ საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციის ჩართულობა,  რომლებსაც დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის დიდი გამოცდილება აქვთ. 

სამინისტრომ  მოისმინა იმ ორგანიზაციების მოსაზრებები და კომენტარები, რომლებიც ხელს შეუწყობენ სამოქმედო გეგმის განხორციელების პროცესის გამჭვირვალობასა და ღიაობას. შეხვედრის დასასრულს დაიგეგმა, რომ დაინტერესებული ორგანიზაციები წერილობით წარმოადგენენ თუ რა მიმართულებით ჩაერთვებიან სამოქმედო გეგმის განხორციელების პროცესში.