მინიფეხბურთში გლდანის  ჩემპიონის ტიტულის მოსაპოვებლად ფინალი გაიმართება

მინიფეხბურთში გლდანის ჩემპიონის ტიტულის მოსაპოვებლად ფინალი გაიმართება

გლდანის რაიონის გამგებლის ბესიკ ქარცივაძის ინიციატივით, გლდანის სკოლებს შორის კულტურულ, საგანმანათლებლო და სპორტული ღონისძიებების პროგრამით, მინიფეხბურთში გლდანის  ჩემპიონის ტიტულის მოსაპოვებლად ფინალი გაიმართება.  ფინალში მონაწილეობენ  მუხიანის 175-ე და ავჭალის 120-ე სკოლის გუნდები.

გამარჯვებულს თასი, ჩემპიონის მაისურები და სამახსოვრო სიგელები გადაეცემა. დაწესებულია სხვა მრავალი საჩუქარი, რომელსაც გლდანის გამგებელი ბესიკ ქარცივაძე და  საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატები გადასცემენ. 

ფინალს დაესწრებიან თბილისის მთავრობისა და საკრებულოს წარმომადგენლები, ახალგაზრდა და ვეტერანი სპორტსმენები, გამგეობის თანამშრომლები, გლდანის კერძო და საჯარო სკოლის დირექტორები, პედაგოგები, მოსწავლეები.

ფინალი გაიმართება 10 მარტს, 14:00 საათზე, გლდანის სპორტულ მანეჟში.

მის: ვეკუას ქუჩა N 8.