საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსა და საქართველოს ჭადრაკის ეროვნულ ფედერაციას შორის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის ფარგლებში სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მსჯავრდებულთა შორის ჭადრაკის ჩემპიონატი გაიმართება.
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსა და საქართველოს ჭადრაკის ეროვნული ფედერაციის თანამშრომლობა, დაწესებულებებში საჭადრაკო ტურნირებისა და ჩემპიონატის გამართვა გაამრავალფეროვნებს მსჯავრდებულთა ყოველდღიურ ყოფას და ხელს შეუწყობს მათი რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის პროცესს.