მწუხარებას გამოვთქვამ ქართველი კურსანტების სოსო მაკარიძისა და ბესარიონ გორჯოლაძის გარდაცვალების შესახებ.
ეს არის უდიდესი ტკივილი თითოეული ჩვენგანისთვის, უმძიმესი დანაკარგი ჩვენი ქვეყნისთვის, რომელსაც დღეს ესოდენ სჭირდება სამშობლოს მსახურებისთვის თავდადებული, განათლებული ახალგაზრდები.
ამ მძიმე წუთებში ვუსამძიმრებ და თანადგომას ვუცხადებ გარდაცვლილთა ოჯახებსა და ახლობლებს.