კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი", დიდ დიღომში, 900 მმ-იანი მაგისტრალური წყალდენის კიდევ ერთ ახლადრეაბილიტირებულ მონაკვეთს, დღეს, წყალმომარაგების სისტემასთან მიაერთებს, რის შემდეგაც ახალ ქსელს ექსპლუატაციაში გაუშვებს. სამუშაოებს კომპანია, დიდი დიღმის მე-3 მიკრორაიონში განახორციელებს. ტექნიკური სამუშაოების ჩატარება მაგისტრალური ქსელების წყლისგან დაცლას მოითხოვს.
ახალი მაგისტრალური ქსელის წყალმომარაგების სისტემასთან მიერთების სამუშაოების განსახორციელებლად, დღეს, შუადღის 12:00 საათიდან, 7 მარტის დილის 09:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება:
დიდი დიღომსა და მის მიმდებარე კერძო დასახლებებს.
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" შეეცდება სამუშაოების ჩატარება შესაძლებლად მოკლე დროში დაასრულოს. დიდ დიღომს წყალმომარაგება აღუდგება 7 მარტის 09:00 საათიდან, ეტაპობრივად, სამუშაოების დასრულებისთანავე.