სასამართლო  მაგთიკომის პოზიციის სამართლიანობას ადასტურებს

სასამართლო მაგთიკომის პოზიციის სამართლიანობას ადასტურებს

2015 წლის 4 მარტს,  თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულმა პალატამ თავისი გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ ცხადყო მაგთიკომის პოზიციის მართებულობა. დღეს პალიტრა TV-მ სასამართლო პროცესი წააგო.

სასამართლომ არ დააკმაყოფილა პალიტრა TV-ის  მოთხოვნა - პალიტრა TV-ის  მიერ სიგნალის თანამგზავრამდე მიტანის გარეშე მაგთისატის სამომხმარებლო პაკეტში ტელეარხის განთავსებაზე.

სასამართლო გადაწყვეტილებამდე ეს საკითხი საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ მაგთიკომის სასარგებლოდ იყო გადაწყვეტილი.

პალიტრა TV-მ თავისი მოთხოვნის სამართლიანობაში ვერ დაარწმუნა ვერც სასამართლო და ვერც კომუნიკაციების ეროვნული კომისია, სადაც პროფესიონალურ დონეზე მოხდა საქმის განხილვა, თუმცა მაგთიკომის იმიჯის შესალახად საქმეში ჩაუხედავი მკითხველი არაერთგზის შეიყვანა შეცდომაში.