დედის დღე გლდანში

დედის დღე გლდანში

გლდანის რაიონის გამგეობამ სხვა ღონისძიებებთან ერთად დედის დღე ხანდაზმულებთან სტუმრობითაც აღნიშნა. გამგებელი ბესიკ ქარცივაძე, მოადგილე გიორგი თულაშვილი, აპარატის უფროსი მარიამ კეშელავა, ბიზნესმენი და თბილისზე მზრუნველის  საპატიო წოდების მფლობელი თემურ გოცირიძე, ბიზნესმენი ფლორა შენგელია და გლდანის კენტი მიკრო რაიონების ტერიტორიული სამსახურის უფროსი კახა გოგატიშვილი,  გლდანის რაიონში  გიორგიწმინდას დასახლებეში მდებარე მოხუცთა და შშმ პირთა პანსიონატს - ,,ჩემი სახლი“ ესტუმრნენ, სადაც 85 წელს გადაშორებული ქალბატონები ცხოვრობენ.  მიულოცეს მათ დედის დღე და   საჩუქრები გადასცეს.  მოხუცებმა და პანსოპნატის დირექტორმა მაია ახალაძემ მადლიერება გამოხატეს თანადგომისთვის.