მერიის მუნიციპალური საწარმოს დირექტორი ვასილ ხორავა, მისი მოადგილეები, საკრებულოს დეპუტატი ჯაბა სამუშია და პარლამენტარი თამარ კორძაია თემქის მოხუცებულთა პანსიონატს ესტუმრნენ, მარტოხელა მოხუცებს საჩუქრად საყოფაცხოვრებო ნივთები, ტკბილეული და ყვავილები გადასცეს და ჯანმრთელობა და დიდხანს სიცოცხლე უსურვეს.
„ჩვენ დღეს გადავწყვიტეთ, მოვსულიყავით თემქის ხანდაზმულთა პანსიონატში და ჩვენი უძვირფასესი მოხუცებისთვის დედის დღე მიგველოცა. მოხარულები ვართ, რომ ჩვენს ინიციატივას საკრებულოსა და პარლამენტის დეპუტატები შეუერთდნენ, რათა ერთობლივად ერთი დღე გაგველამაზებინა ხანდაზმულთათვის. აუცილებელია, მოხუცებს მარტოობა არ ვაგრძნობინოთ და ყოველთვის ვიზრუნოთ მათზე“, - განაცხადა „სინათლის ქალაქის“ დირექტორმა ვასილ ხორავამ.
მისი თქმით, „სინათლის ქალაქი“ მომავალშიც აქტიურად ჩაერთვება მსგავსი ტიპის საქველმოქმედო აქციებში.