თბილისის ნაწილს წყალმომარაგება შეუწყდება

თბილისის ნაწილს წყალმომარაგება შეუწყდება

კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ 5 მარტს, ღამიდან, თბილისში, სამგორის სათავე ნაგებობაზე რთული ტექნიკური სამუშაოების განხორციელებას გეგმავს.

კერძოდ, კომპანია სამგორის ობიექტიდან გამომავალ 1000 მმ-იან მაგისტრალურ წყალდენზე, დამატებით, 1000 მმ-იან ორ ჩამკეტ-მარეგულირებელ ურდულს დაამონტაჟებს. სამუშაოების ჩატარება წყალსადენის გარკვეული ქსელების წყლისგან დაცლას მოითხოვს. დამატებითი ურდულების მოწყობის შედეგად, სამგორის სათავე ნაგებობის ფუნქციონირება გაცილებით სტაბილური გახდება.

აღნიშნული სამუშაოების განხორციელების მიზნით, მიმდინარე წლის 5 მარტს, 01:00-დან 6 მარტის 07:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება: ზემო პლატოს II მ/რაიონს, ზემო პლატოს დასახლებას, ასევე, სამგორის რაიონის ქუჩებისა და დასახლებების ნაწილს.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ შეეცდება სამუშაოების ჩატარება შესაძლებლად მოკლე დროში დაასრულოს. წყალმომარაგება აღდგება 6 მარტის 07:00 საათიდან, ეტაპობრივად, სამუშაოების დასრულებისთანავე.

წყალმომარაგების შეწყვეტის თაობაზე დეტალური ინფორმაციის მოძიებას თბილისელები შეძლებენ „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ოფიციალურ Facebook-გვერდზე და ვებგვერდზე - http://www.georgianwater.com/ka/gadaudebeli/1685-tbilisis-zogiert-quchas-tskhalmomarageba-sheezghudeba; ასევე, ნებისმიერ მომხმარებელს შეუძლია მიმართოს კომპანიის ცხელ ხაზს (2 93 11 11).