„სინათლის ქალაქმა“ დასუფთავების აქცია მოაწყო

„სინათლის ქალაქმა“ დასუფთავების აქცია მოაწყო

„სინათლის ქალაქის“ ხელმძღვანელობამ და ადმინისტრაციის თანამშრომლებმა დღეს დასუფთავების აქცია მოაწყვეს.  მათ „სინათლის ქალაქის“ სათავო ოფისის მიმდებარე ტერიტორია პოლიეთილენის ბოთლების, პარკებისა და სხვა საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან გაწმინდეს. აქციაში მონაწილეობა საწარმოს 80-მდე თანამშრომელმა მიიღო.

„სინათლის ქალაქის“ ხელმძღვანელის ვასილ ხორავას თქმით, დასუფთავების აქცია გაზაფხულის პირველ დღეს მიეძღვნა და მისი მიზანი გარემოზე ზრუნვაა.  ხორავას განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია თითოეულმა ადამიანმა გაითავისოს, თუ რამდენად დიდი ზიანის მომტანია გარემოს დაბინძურება.

„როდესაც გადავწყვიტეთ ჩვენი სამსახურის მიმდებარე ტერიტორია დაგვესუფთავებინა, ძალიან ბევრმა თანამშრომელმა გამოთქვა სურვილი აქციაში ჩართულიყო. ამ აქციით ჩვენ მოვუწოდებთ მოსახლეობას, რომ გაუფრთხილდნენ ბუნებას და ნუ დააბინძურებენ მას“-განაცხადა ხორავამ.

ვასილ ხორავას თქმით, მსგავსი აქციები პერმანენტულ სახეს მიიღებს.