პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელშეწყობით სოფელ დუისის საჯარო სკოლაში ფოტოსახელოსნო გაიხსნა

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელშეწყობით სოფელ დუისის საჯარო სკოლაში ფოტოსახელოსნო გაიხსნა

საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი ეთნიკური უმცირესობის საკითხებში პანკისის ხეობაში იმყოფებოდა. სოფიო შამანიდი სოფელ დუისის საჯარო სკოლას ესტუმრა, სადაც პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელშეწყობით ფოტოსახელოსნო გაიხსნა. მოსწავლეები პანკისის ხეობის სხვადასხვა სკოლიდან ფოტოხელოვნების კურსს ექვსი თვის განმავლობაში გაივლიან, რის შემდეგაც ფოტოგამოფენა გაიმართება. სასწავლო კურსს ფოტოხელოვანი ნათელა გრიგალაშვილი უხელმძღვანელებს.