ტრადიციული მეურნეობების  განვითარების მხარდაჭერის პროექტი თუშეთში

ტრადიციული მეურნეობების განვითარების მხარდაჭერის პროექტი თუშეთში

საქართველოში ჩეხეთის საელჩოს და ჩეხეთის განვითარების სააგენტოს დაფინანსებით, ასევე  საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს და ახმეტის მუნიციპალიტეტის ხელშეწყობით ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ალვანში პროექტი „ტრადიციული მეურნეობების სისტემის განვითარების მხარდაჭერა თუშეთში“ ხორციელდება. პროექტის მიმდინარეობას საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გოჩა ცოფურაშვილი, ჩეხეთის ელჩი საქართველოში ტომას პერნიკი, კახეთის გუბერნატორის პირველი  მოადგილე ზურაბ არსენიშვილი, თუშეთის დაცული ლანდშაპტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები გაეცნენ.  აღნიშნული პროექტი, რომლის  მთლიანი ბიუჯეტი 510 000 ევროზე მეტია,     2013 წელს  დაიწყო და  2016 წლამდე გაგრძელდება. პროექტის „ტრადიციული მეურნეობების სისტემის განვითარების მხარდაჭერა თუშეთში“ მიზანს თუშეთში ტრადიციული მდგრადი მეურნეობის  განვითარების ხელშეწყობის მიზნით, ბენეფიციარების მატერიალური და ტექნიკური მხარდაჭერა წარმოადგენს. პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია ადგილობრივი და ჩეხი ექსპერტების  მიერ მთელი რიგი სასწავლო პროგრამების ჩატარება, რომელიც ხელს შეუწყობს მოსახლეობის კვალიფიკაციის ამაღლებას  მეცხვარეობის განვითარებისა და მეურნეობების მართვის მიმართულებით. სასწავლო პროგრამები გამიზნული იქნება სოფლის მეურნეობის კოოპერაციული წარმოების პრინციპებზე, მდგრად განვითარებასა და ტრადიციული კულტურების მოყვანაზე, აგრეთვე მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის შენახვასა და მოვლა პატრონობაზე. მთავარი აქცენტი გაკეთდება მეცხვარეობასა და მატყლის რეალიზაციის ხელშეწყობაზე.

,,ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო პროექტია. ჩვენ ვცდილობთ მაღალ მთაშიც შევქმნათ  ყველა პირობა რათა  სოფლის მეურნეობა განვითარდეს.  ჩეხეთის მთავრობის ხელშეწყობით დაწყებული პროექტი  ამ რაიონის  განვითარებას უწყობს ხელს.  აღსანიშნავია, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტრო მუშაობს კონკრეტულ  პროექტებზე და ღონისძიებებზე, რაც მაღამთიანი რეგიონების განვითარებას შეუწყობს ხელს“, - განაცხადა გოჩა ცოფურაშვილმა.

პროექტი „ტრადიციული მეურნეობების სისტემის განვითარების მხარდაჭერა თუშეთში“  თავის მხრივ ორ  პროექტი -  ,,მეკარტოფილეობის განვითარება საქართველოს შორეულ მთიან რეგიონებში" და "თუშური ცხვრის მატყლის დამუშავება - წარმოება - რეალიზაცია" აერთიენებს.

მეკარტოფილეობის განვითარების პროექტიის ფარგლებში, ახმეტის მუნიციპალიტეტეტის მიერ  პროექტის ბენეფიციარებს გადაეცათ ქვემო ალვანში მდებარე ყოფილი საქვაბის შენობა, რომელიც გარემონტდა და კარტოფილის სასაწყობე მეურნეობა (წარმადობა  50-60 ტონა) მოეწყო. მიმდინარე წელს დაგეგმილია კარტოფილის მწარმებელთა გაერთიანება და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივში გაერთიანება.

ამ ეტაპზე მიმდინარეობს  წარმოებული კარტოფილის  გასაღების ბაზრის მოძიება, სადაც თუშური კარტოფილი ბრენდის სახით გავა, როგორც ეკოლოგიურად სუფთა , მაღალი ხარისხის პროდუქტი კონკრეტული სავაჭრო ნიშნით "თუშური კარტოფილი."

"თუშური ცხვრის მატყლის დამუშავება - წარმოება - რეალიზაციის" პროექტს , ამ პროექტის ფარგლებში ჩეხეთის განვითარების სააგენტომ პროექტის ბენეფიციარებს 24 ერთეული მატყლის საპარსი მოწყობილობაის  გადასცა. ახმეტის მუნიციპალიტეტის ხელშეწყობით განხორციელდა   სადგამი მოწყობილობების და კარკასების შეძენა.