იშვიათ დაავადებათა საერთაშორისო დღე საქართველოშიც აღინიშნება

იშვიათ დაავადებათა საერთაშორისო დღე საქართველოშიც აღინიშნება

იშვიათ დაავადებათა საერთაშორისო დღე მსოფლიოს მასშტაბით ყოველწლიურად თებერვლის ბოლოს აღინიშნება. აღნიშნულ მოვლენას ბოლო წლების განმავლობაში  საქართველოც შეურთდა.

27 თებერვალს 11:00 საათზე,   დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში (მის: ვაჟა ფშაველას გამზ. N 33) გენეტიკური და იშვიათი დაავადებების საქართველოს ფონდის, იუვენილური ართრიტით დაავადებულ ბავშვთა მშობლების კავშირის, პედიატრ–რევმატოლოგთა ასოციაციისა  და ფენილკეტონურიით დაავადებულ ბავშვთა ცენტრის ორგანიზებით იშვიათ დაავადებათა საერთაშორისო დღესთან მიძღვნილი  ტრადიციული შეხვვედრა გაიმართება. 

შეხვედრაში მონაწილეობას  შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და მედიის წარმომადგენლებისც მიიღებენ, რომლებიც იშვიათი დაავადებების კუთხით განხორციელებული პროექტების შესახებ მოზმადებულ ანგარიშს გაეცნოებიან.      

ღონისძიების მიზანია ინფორმაციის გაზიარება, არსებული და მიმდინარე რეფორმების, სტრუქტურათა კოლაბორაციისა და ჩართულობის ხარისხის შეფასება, მომავალი სტრატეგიების განსაზღვრა.

იშვიათ დაავადებათა საერთაშორისო დღე დასრულდება პაციენტთა ორგანიზაციების, სამედიცინო წრეებისა და სამთავრობო სტრუქტურების წარმომადგენლების შეხვედრით, რომელიც გაიმართება იმავე დღეს, 27 თებერვალს,  17:00 საათზე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში. 

სრული ინფორმაცია ღონისძიებათა შესახებ განთავსდება იშვიათ დაავადებათა წამყვანი ევროპული ორგანიზაციების ვებ–გვერდებზეც.

საკონტაქტო პირი – ანა ბოქოლიშვილი 599 294439