საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პოლიტიკური გაერთიანება „თავისუფალ დემოკრატების" ლიდერებს შეხვდა.
შეხვედრისას მხარეებმა საქართველოში არსებულ ეკონომიკურ მდგომარეობაზე იმსჯელეს, ასევე საუბარი შეეხო ქვეყნის საგარეო პოლიტიკურ კურსს.
შეხვედრას პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები და „თავისუფალი დემოკრატების" ლიდერები დაესწრნენ.