25 თებერვალს სასტუმრო „ჰოლიდეი ინნში“, 10 საათზე შპს „ჰიდროდიაგნოსტიკა“-სა და იტალიური კომპანია „სისგეოს“ ორგანიზებით და „შტუკი კავკასიას“ და კომპანია „ტრანს ელექტრიკა ჯორჯია“-ს სპონსორობით, საქართველოში პირველად ტარდება კონფერენცია - „ნაგებობათა საინჟინრო უსაფრთხოების და გეოტექნიკური ინსტრუმენტალური მონიტორინგის სისტემები“-ს შესახებ.
კონფერენციაზე წარმოდგენილი იქნება პოტენციურად მაღალი რისკის შემცველ ჰიდროენერგეტიკულ ნაგებობებზე- კაშხლებზე, გვირაბებზე და ასე შემდეგ ავარიებისა და ინციდენტების პრევენციისა და უსაფრთხოების კონტროლის და მონიტორინგის თანამედროვე სისტემები. ბუნებრივი კატაკლიზმების, მეწყერების (ყველას ახსოვს დევდორაკის მეწყერი სტეფანწმინდაში) მუდმივი მონიტორინგის და შეტყობინების სისტემების საშუალებით მსხვერპლის თავიდან აცილებისთვის საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება და დანერგვა საქართველოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ასევე უმნიშვნელოვანესია ისტორიულ ძეგლებზე, ქვეყნის მნიშვნელოვან ნაგებობებზე, ავტო და რკინიგზის მაგისტრალებზე, საპორტო ნაგებობების, ხიდების ნორმალური სამუშაო ტექნიკური პარამეტრების უზრუნველყოფა და კონტროლის შენარჩუნებისათვის მათზე დაკვირვებების სისტემების დანერგვა.
კონფერენციაზე ქართველ და უცხოელ-სპეციალისტ ექსპერტებთან ერთად განხილული იქნება: ჰიდროენერგეტიკულ ნაგებობებათა და სხვა ტიპის ნაგებობათა უსაფრთხოების ინსტრუმენტალური მონიტორინგის სისტემების გამოყენება და მათი მნიშვნელობა, განხილული იქნება მეწყერებზე, ღვარცოფებზე და ფერდობების მდგრადობაზე დაკვირვებათა მონიტორინგის სისტემები, ასევ იმსჯელებენ საქართველოში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვისა და განვითარების პერსპექტივებზე.
კონფერენციაში მონაწილეობენ შვეიცარიული საკონსულტაციო კომპანია „შტუკი“-ს, , კომპანია „ტრანს ელექტრიკა ჯორჯია“-ს, იტალიური SISGEO Srl „სისგეო“-ს, GNCOLD/მკსეკ-მაღალი კაშხლების საქართველოს ეროვნული კომისიის, საქართველოს გეოფიზიკის ინსტიტუტის, გარემოს ეროვნული სააგენტოს, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს, საქართველოს ენერგეტიკული აკადემის, „ენგურჰესის“, „ჟინვალჰესის“ და საინჟინრო-ტექნიკური წრეების წარმომადგენლები.
საკონტაქტო ინფორმაცია:
599 51 2267 ვანო ნონიევი
http://www.hydrodiagnostic.org/
http://www.sisgeo.com/