სულ რამდენიმე დღეში, 1 მარტიდან ლუდზე აქციზი 50 პროცენტით გაიზრდება. საკანონმდებლო ინიციატივა ფინანსთა სამინისტროს ეკუთვნის. ლუდის მწარმოებლებისთვის მიღებული საკანონმდებლო ცვლილებები მიუღებელია. მათი განცხადებით, აღნიშნული ცვლილება ბიზნესს ძალიან დააზარალებს.
ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში, ირაკლი დანელია აცხადებს, რომ მიღებული კანონი მეწარმეებისთვის სახარბიელო არ არის და ეს წარმოების შემცირებას გამოიწვევს.
„სახარბიელო კანონპროექტი ნამდვილად არ არის. უნდა გავმიჯნოთ ერთმანეთისგან მოკლევადიანი და გრძელვადიანი პერიოდი. არის ორი მხარე - ერთი მხარე არის მეწარმეები და მეორე სახელმწიფო. მოკლევადიან პერიოდში აუცილებლად გაზრდის ფასებს. გრძელვადიან პერიოდში კი ეს გამოიწვევს არალეგალური წარმოების მოცულობის გაზრდას, რაც მიმანიშნებელია იმისა, რომ ლუდის წარმოების მოცულობამ, შესაძლოა, ჩრდილოვან ეკონომიკაში გადაიზარდოს. ქვეყნის მყიდველობითი უნარი არ გვაძლევს იმის საშუალებას, რომ მაღალფასიანი და ხარისხიანი პროდუქციის მომხმარებლები გავხდეთ.
მეწარმეებისთვის აღნიშნული კანონი ნამდვილად ცუდია, რადგან წარმოების შემცირებას გამოიწვევს.
საქართველოს მთავრობამ ცვლილებების მოთხოვნით მაშინ მიმართა პარლამენტს, როდესაც ლუდის მწარმოებლების უმეტესობას 2015 წლის ბიუჯეტის დაგეგმვა თითქმის დასრულებული ჰქონდა. როგორ შეფასებას მისცემდით სახელმწიფოს მხრიდან საკითხისადმი ასე მიდგომას და შეიძლება თუ არა ეს გახდეს უარყოფითი უარყოფითი სიგნალი პოტენციური ინვესტორებისთვის?
ეს ნამდვილად დიდი პრობლემაა. ინფორმაციის სიმწირიდან გამომდინარე, ქართული ბაზარი სწრაფად ადაპტირებას ვერ ახდენს. სახელმწიფოსა და ბიზნეს რგოლებს შორის ინფორმაციის გაცვლა დღემდე პრობლემად რჩება. სახელმწიფოს მხრიდან შემამზადებელი ღონისძიებები უნდა ყოფილიყო გატარებული, იმისთვის რომ ბიზნესს ფორსმაჟორში არ მიეღო ინფორმაცია.
ბაზრის სავარაუდო შემცირება გამოიწვევს თუ არა ეს სამუშაო ადგილების შემცირებას და შეამცირებს თუ არა დარგის განვითარების პერსპექტივას?
ირიბ გავლენას, რა თქმა უნდა, მოახდენს. გარკეული ძვრები შესაძლოა უმუშევრობის კუთხითაც მივიღოთ. წარმოების შემცირება გულისხმობს ხარჯების შეკვეცას, რაც მუშახელის ანაზღაურების შემცირებასაც გულისხმობს.
უნდა გავითვალისწინოთ ბრიტანეთის გამოცდილება აქციზთან დაკავშირებით. მსგავს პროდუქციაზე აქციზის განაკვეთის მატება არ იძლევა ეფექტს. აქციზს სახელმწიფო იმ პროდუქციაზე აწესებს, რომლის შემცირებაც სურს ადამიანის ჯანმრთელობისთვის უარყოფითი გავლენის გამო. მაგრამ ვიღებთ პარადოქსს - როდესაც გადასახადი იზრდება, რისკ ფაქტორებიც მატულობს, განსაკუთრებით მცირე მეწარმეები ან კვეცენ საკუთარ წარმოებას ან იგივეს ინარჩუნებენ და ხარისხსს წევენ დაბლა. ადამიანები შესაბამისად უხარისხო პროდუქციას ყიდულობენ და კიდევ უფრო ვნებენ საკუთარ ჯანმრთელობას.
ლუდის ბაზრის შემცირების გათვალიწინებით, როგორი იქნება აქციზის გაზრდის ფისკალური ეფექტი (კონკრეტულად სააქციზო გადასახადებით მობილიზებული სახსრების ნაწილში)?
მოკლევადიან პერიოდში საბიუჯეტო შემოსავლების ზრდას ნამდვილად ექნება ადგილი. თუმცა, გრძელვადიან პერიოდში აუილებლად შემცირდება ეს შემოსავლები, რადგან წარმოება შემცირდება. უკვე მომავალი წლიდან ეს შემოსავლები აუცილებლად იკლებს. ეს კარგის მომასწავლებელი არა მხოლოდ ამ არამედ სხვა სექტორებისთვისაც არ იქნება.
გამოიწვევს თუ არა აქციზის ზრდა ბაზარზე ადგილობრივ და უცხოური ლუდის გაყიდვების დაახლოებით თანაბრად შემცირებას? თუ იცნება ცალკეული კატეგორიები, რომლებსაც ეს შემცირება ნაკლებად შეეხება?
პირველი დარტყმა ადგილობრივ მწარმოებლებზე იქნება.