რას უკავშირდება იდუმალი 34-ის გამოჩენა?

რას უკავშირდება იდუმალი 34-ის გამოჩენა?

რა შეიძლება იყოს 34? - ეს შეკითხვა უკვე კვირაზე მეტია, მთელ თბილისს და არა მარტო თბილისს აწუხებს. ამაზე საუბრობენ ყველგან: ქუჩაში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, სილამაზის სალონებსა თუ სოციალურ ქსელებში.

34-თან დაკავშირებით უამრავი მოსაზრება არსებობს, თუმცა ეს ჯერ მხოლოდ ვერსიებია და ზუსტად არავინ იცის რას უნდა ნიშნავდეს ეს.

ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ საზოგადოების გარკვეულმა ნაწილმა, მათ შორის ჟურნალისტებმა და სოციალური ქსელების აქტიურმა მომხმარებლებმა, «სრულიად საიდუმლო» დამღით აღნიშნული წერილები მიიღეს.

14 თებერვალს, სიყვარულის დღეს მიღებულ საიდუმლო ბარათს ზოგი გულის ფანცქალით ხსნიდა, ზოგიც ცოტა შეშფოთებული ათვალიერებდა უცნაურ გზავნილს. წერილი კი ისეთივე მოულოდნელი და უცნაური იყო, როგორც თავად ამოუცნობი 34-ია. წერილში მაგალითი იყო მოცემული, რომელიც უნდა ამოგეხსნა, პასუხი კი მითითებულ ელექტრონულ მისამართზე გაგეგზავნა. სხვადასხვა მაგალითის მიუხედავად, ასობით ადრესატმა ერთი პასუხი მიიღო _ 34 და როგორც წერილში ეწერა, ყველა შემდეგი ინსტრუქციისა და შესაბამისად, შემდეგი წერილის მოლოდინში გაირინდა. ამასობაში კი იდუმალი 34 ქუჩაში ბილბორდებზე, ტელევიზიით და მომდევნო წერილთან ერთად ე.წ. ბრელოკებზე გამოჩნდა. M

მიუხედავად იმისა, რომ 34 სულ უფრო აქტიურად იკავებს სივრცეს ჩვენ გარშემო, რეალურად არავინ იცის რას უკავშირდება მისი გამოჩენა. ხოლო მანამ, სანამ გამჟღავნდება ვინ დგას ამ მრავლისმეტყველი რიცხვის უკან, საზოგადოებას მხოლოდ ის დარჩენია, ფანტაზიას მოუხმოს და ვერსიები 34-ის რაობის ან იქნებ ვინაობის შესახებ ვებგვერდზე წწწ.34.გე ჩაწეროს, სადაც ყველაფერი ისევ 34-ზე მრავლდება.