სახელმწიფოთა ლიდერებმა კიევში არაფორმალური ერთობლივი შეხვედრა გამართეს

სახელმწიფოთა ლიდერებმა კიევში არაფორმალური ერთობლივი შეხვედრა გამართეს

საქართველოს პრეზიდენტმა სხვა ქვეყნის ლიდერებთან ერთად, „ღირსების მარშის" დასრულების შემდეგ არაფორმალურ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. მხარეებმა საუბრისას უკრაინაში შექმნილი ვითარება განიხილეს. პეტრო პოროშენკომ კოლეგებს მინსკის მოლაპარაკებებზე მიღწეული შეთანხმებები და მას შემდეგ ქვეყანაში განვითარებული მოვლენები გააცნო. შეხვედრისას საქართველოს პრეზიდენტმა ყურადღება ახალგაზრდა დემოკრატიული ქვეყნებისათვის უსაფრთხოების დამატებითი გარანტიების მნიშვნელობაზე გაამახვილა.

გიორგი მარგველაშვილმა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობაზეც ისაუბრა. ხაზგასმით აღინიშნა საქართველოს რეგიონების ანექსიისაკენ მიმართული ქმედება, კერძოდ, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში რუსეთის საოკუპაციო რეჟიმებსა და მოსკოვს შორის "მოკავშირეობისა და თანამშრომლობის" ე.წ. შეთანხმებების მიუღებლობა. სახელმწიფოს მეთაურმა კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა ევროპელ ლიდერებს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისათვის.