„სინათლის ქალაქის“ ხემლძღვანელმა ვასილ ხორავამ და მისმა მოადგილეებმა დღეს კორპორაცია „OHL“-ში შემავალ ჩეხური კომპანია "VYRTYCH"-ის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის გეგმებზე ისაუბრეს და კომპანია "VYRTYCH"-ის მიერ წარმოებული სანათების ეფექტურობაზე და თბილისში მათი დანერგვის გზებზე იმსჯელეს.
„სინათლის ქალაქის“ დირექტორის, ვასილ ხორავას თქმით, შეხვედრის შედეგად გადაწყდა, რომ უახლოეს მომავალში, თბილისში კორპორაცია „OHL“-ის წარმომადგენლები ჩამოვლენ, რომლებიც ქართულ მხარეს დიოდურ სანათებზე გადასვლის საკითხებში გამოცდილებას გაუზიარებენ და feasibility study-ის მომზადების პროცესში დაეხმარებიან.
„მოგეხსენებათ, რომ თბილისში ძველი გარეგანათების ქსელის LED სანათებზე გადასვლის შესახებ მსჯელობა მიმდინარეობს, რის გამოც „სინათლის ქალაქის“ წარმომადგენლებს თითქმის ყოველდღიურ რეჟიმში გვიწევს იმ უცხოურ კომპანიებთან შეხვედრა, რომლებიც უკვე მრავალი წელია ევროპაში მსგავს პროექტებს ახორციელებენ. ჩვენ მათ გამოცდილებას ვეცნობით, რათა შემდგომ ზუსტი არჩევანი გავაკეთოთ, თუ როგორ უნდა დავნერგოთ ახალი ტექნოლოგიები ჩვენს დედაქალაქში. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ევროპული კომპანიებისგანაც არის მზაობა ჩვენთვის საკუთარი გამოცდილების გაზიარებისა“- განაცხადა ვასილ ხორავამ.
ხორავა იმედოვნებს, რომ ამ კომპანიებთან სამომავლოდ თანამშრომლობა შედგება და ამ თანამშრომლობის შედეგი წარმატებული იქნება თბილისისთვის.