საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი სოფიო შამანიდი რეგიონალური არასამთავრობო ორგანიზაციების თხუთმეტამდე წარმომადგენლს შეხვდა. შეხვედრისას ქვემო ქართლის რეგიონში, მარნეულსა და გარდაბანში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების პრობლემები განიხილეს.
„ქვემო ქართლში ჯერ კიდევ პრობლემად რჩება სახელმწიფო ენის ცოდნა, პარლამენტი განიხილავს კანონპროექტს სახელმწიფო ენის შესახებდა შეხვედრისას ამ საკითხზეც ვიმსჯელეთ . იმედი მაქვს, რომ ეთნიკური უმცირესობების მოთხოვნები და რეკომენდაციებიგათვალისწინებული იქნება ამ პროექტის განხილვისას."-განაცხადა სოფიო შამანიდმა.