ფუდპანდა ჯგუფის გაფართოვება საერთაშორისო ბაზარზე დიდი სისწრაფით გრძელდება

ფუდპანდა ჯგუფის გაფართოვება საერთაშორისო ბაზარზე დიდი სისწრაფით გრძელდება

ფუდპანდას პარტნიორი ბიზნესინკუბატორი „როკეტ ინტერნეტი“ შუა აღმოსავლეთის ბაზარზე ლიდერი ხდება. მსოფლიოში ერთ-ერთმა ცნობილმა კომპანიამ და ფუდპანდას პარტნიორმა Rocket Internet-მა კომპანია “Talabat”-ის აქციების 100 პროცენტი  შეისყიდა. აქციების ღირებულემამ  დაახლოებით 150 მილიონი ევრო შეადგინა. როგორც კომპანიაში განმარტავენ  ტრანზაქციის დასრულება  რამდენიმე კვირაში იქნება შესაძლებელი.

Rocket Internet „ფუდპანდას“(www.foodpanda.ge) მთავარი პარტნიორია და საკვების ონლაინ  შეკვეთის ბაზარზე ერთ-ერთი ლიდერი კომპანიაა, რომელიც მსოფლიოში უმსხვილეს ელექტრონული კომერციის ბიზნეს ინკუბატორს წარმოადგენს.  კომპანია “Talabat” კიდევ უფრო მეტად უზრუნველყოფს მათ ლიდერობას ორ მნიშვნელოვან ბაზარზე, კერძოდ,  საუდის არაბეთსა და გაერთიანებულ არაბთა საამიროებში, რომლებიც  მაღალი დონის სმარტფონების ინტეგრაციითა და ამ მიმართულებით განვითარების  პერსპექტივებით გამოირჩევიან.

ბიზნეს ინკუბატორის  მიღწევებზე საუბრობენ ექსპერტებიც, რადგან ეს ბიზნესი  საუდის არაბეთსა და გაერთიანებულ არაბთა საამიროების ბაზრებზე  კომპანია Talabat-ის გავლენით გახდება შესაძლებელი, რომელიც  საკვების შეკვეთის ბაზარზე შუა აღმოსავლეთში ერთი მთავარი მოთამაშეა.  კუვეიტში დაფუძნებული საკვების მიტანის სერვისი აღნიშნული  ტერიტორიის გარდა,   აქტიურობს საუდის არაბეთსა და გაერთიანებულ არაბების საამიროებში, ასევე ბარაინში, ომანსა და კატარში. ამ ეტაპზე, ისინი  1300 რესტორანზე მეტთან თანამშრომლობენ, რომელთა შორისაა ცნობილი და ძლიერი ბრენდები, როგორიცაა Burger King, KFC, JonnyRocket, Hardees, TGI Fridays, Pizza Hut, PizzaExpress, Papajohn და Subway.

ოლივერ სამვერი, Rocket Internet-ის CEO: „საკვების შეკვეთის სექტორში სამომვალოდ დიდ ცვლილებებს უნდა ველოდოთ. Rocket Internet ახლად შექმნილი Global Online Takeaway Group-ის დახმარებით მნიშვნელოვანი ბაზრების კონსოლიდირების წინაპირობაა და ონლაინ სექტორი კიდევ უფრო მიმზიდველი იქნება. შუა აღმოსავლეთი ერთ-ერთი ანალოგიური ბაზარია დიდი ზრდის პერსპექტივით, შესაბამისად,  Talabat.com-ის შეძენა ჩვენს გრძელვადიან სტრატეგიაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია.“

Rocket Internet-ის მისიაა გახდეს მსოფლიოს უმსხვილესი ინტერნეტ პლატფორმა ჩინეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატების შემდეგ. კომპანია ახდენს დროში დამტკიცებული ინტერნეტის ბიზნეს მოდელების იდენტიფიცირებას და  აქცენტები ახალ, გაუკვლეველ და აქამდე ყურადღების გარეშე დარჩენილ ბაზრებზე გადააქვს. Rocket-ი ფოკუსირებულია ონლაინ ბიზნეს მოდელებზე, რომლებიც მომხმარებლების მთავარ მოთხოვნებს აკმაყოფილებს სამი სექტორის მოცვით: ელექტრონული კომერცია, ბაზრები და ფინანსური ტექნოლოგიები.

Rocket Internet 2007 წელს დაფუძნდა. კომპანიების ქსელში 25 000-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული და ხუთ კონტინენტზე , მათ შორის 100 ქვეყანაში აქტიურობით გამოირჩევიან.

foodpanda  მომხმარებლის მოთხოვნებზე ორიენტირებული კომპანიაა, რომელიც ისეთი თანამედროვე ტექნოლოგიური სიახლის გამოყენებით, როგორიცაა მობილური აპლიკაცია, საკვების შეკვეთას ბევრად უფრო მარტივსა და  სახალისოს ხდის, რაც მომხმარებლის მაქსიმალურ კომფორტს განაპირობებს. გამარტივებული ფორმით 70-ზე მეტი კვების ობიექტიდან კერძების შეკვეთა და ადგილზე მიტანა თბილისის, ბათუმის,  ქუთაისის, მცხეთისა და რუსთავის მასშტაბით საიტის გარდა  ( www.foodpanda.ge ) მობილური აპლიკაციის (iOS, Android, Windows Mobile) საშუალებითაც   შეგიძლიათ. 

foodpanda, ონლაინ საკვების შეკვეთის სერვისი, რომელიც მსოფლიოს  45-ზე მეტ ქვეყანაშია. გერმანულმა ბრენდმა ქართულ ბაზარზე ოპერირება 2014 წლის მარტში დაიწყო. „ფუდპანდას“ სათავო ოფისი ბერლინში მდებარეობს, საიდანაც ყველა ქვეყნის საქმიანობის კოორდინირება ხორციელდება. ამ ეტაპზე ფუდპანდა მსოფლიო 40 ბაზარზეა აქტიური, მათ შორის, აზიის, ევროპის, შუა აღმოსავლეთის, აფრიკისა და ლათინური ამერიკის რეგიონებში.