19 თებერვალს, 12:00 საათზე, კლუბ „ფრონტლაინში (ლადო ასათიანის 62) ლუდის მწარმოებელი კომპანიების ხელმძღვანელები არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდებიან და ლუდზე აქციზის გაზრდის საკითხებზე იმსჯელებენ.
ლუდზე აქციზის გაზრდის მიზეზებზე, თუ რა კავშირი აქვს აღნიშნულ ცვლილებებს ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულებასთან და მოსალოდნელ შედეგებზე ისაუბრებენ კომპანია ”ნატახტარის” კორპორატიულ საქმეთა დირექტორი, ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი და კომპანია „ზედაზენის“ კომერციული დირექტორი კახა პაიჭაძე.
შეხვედრის ფარგლებში გაიმართება ლუდზე აქციზის გაზრდასთან დაკავშირებით ჩატარებული ანალიტიკური კვლევის პრეზენტაციაც. ანალიტიკური კვლევის მიზანს ლუდის მწარმოებელ და იმპორტიორ კომპანიებზე აქციზური გადასახადის გაზრდის ეფექტის, მომხმარებლის ქცევისა და საქართველოში ლუდის ბიზნესის განვითარების შეფასება წარმოადგენდა. მნიშვნელოვანია, რომ კვლევა, რომელიც მომზადებულია არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „სიპის“ მიერ, არ წარმოადგენს სექტორში მოღვაწე რომელიმე კონკრეტული კომპანიის ინტერესებს. აღნიშნული კვლევა საქართველოს არაალკოჰოლური სასმელების მწარმოებელთა ასოციაციის შეკვეთით მომზადდა.
შეხვედრაზე ასევე განიხილება ის უარყოფითი მხარეები, რაც შესაძლოა გამოიწვიოს ლუდზე აქციზის გაძვირებამ. დასასრულს გაიმართება დისკუსია