Petrocas Energy Group-მა და „როსნეფტმა“ ამ დღეებში ლონდონში, IP Week-ის ფორუმის ფარგლებში, რომელიც ტრადიციულად ერთ-ერთი უმნიშვნელოვანეს მოვლენად ითვლება ნავთობისა და ნავთობპროდუქტების სფეროში მომუშავე კომპანიებისათვის, გამართეს ერთობლივი პრეზენტაცია სახელად „მომავლის დერეფანი“, რაშიც მონაწილეობა მიიღო ენერგეტიკისა და საფინანსო სექტორის 200-მდე მსხვილმა წარმომადგენელმა.
ღონისძიება მიეძღვნა გასული წლის ბოლოს Petrocas Energy Group-ისა და „როსნეფტის“ მიერ ერთობლივი საწარმოს შექმნას. გარდა ამისა, გაიმართა მოლაპარაკებები დამატებითი ტვირთებისა და ინვესტიციების მოსაზიდად საქართველოს სატრანზიტო კორიდორში, კერძოდ, ნავთობპროდუქტების ტრანზიტის მოცულობების კიდევ უფრო გასაზრდელად ქვეყნის ტერიტორიის გავლით.
„როსნეფტმა“ და Petrocas Energy Group-მა შეხვერდის ფარგლებში წარმოადგინეს თავიანთი ხედვა საერთაშორისო პარტნიორებთან იმ ახალი შესაძლებლობებების შესახებ, რასაც ახლადშექმნილი ერთობლივი საწარმო ქმნის
ერთობლივი საწარმო თავის ოპერაციებს განახორციელებს ტრეიდინგის, ლოგისტიკის და ნავთობპროდუქტების საცალო ვაჭრობის მიმართულებით კასპიის, სამხრეთ კავკასიისა და ცეტრალური აზიის რეგიონებში, რამაც უნდა გაზარდოს ბიზნესაქტივობა ისტორიული "აბრეშუმის გზის" კორიდორში და ბიძგი მისცეს მეტი ინვესტიციების მოზიდვას რეგიონის ქვეყნებში და შექმნას ახალი სამუშაო ადგილები ადგილობრივი მოსახლეობისათვის.
დავით იაკობაშვილი, Petrocas Energy Group-ის სამეთავლყურეო საბჭოს თავმჯდომარე: "ჩვენ ვამაყობთ იმით, რომ ვქმნით რეგიონის განვითარების ახალ, მნიშვნელოვან ეპოქას, რაც ხაზს უსვამს ერთობლივი საწარმოს მნიშვნელობას. ჩვენ გვჯერა, რომ ეს თანამშრომლობა შესძენს ახალ დინამიკას და შესაძლებლობებს ამ ისტრიული დერეფნისათვის და ჩვენი წარმატებებისათვის".
დიდიე კაზიმირო, „როსნეფტის“ ვიცე-პრეზიდენტი: "ჩვენ გადავშალეთ ახალი თავი რეგიონის განვითარების ისტორიაში და ვამაყობთ იმით, რომ ამ ისტორიულ პროცესში ვმონაწილეობთ, რასაც დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის არსებული ენეგროდერეფნის განვითარება ჰქვია. ჩვენი ახალი, გამოცდილი პარტნიორის მეშვეობით, ვაფართოვებთ ჩვენი სამოღვაწეო არეალის თვალსაწიერს, რამაც დიდ საგრებელი უნდა მოუტანოს ახალი ერთობლივი საწარმოს პარტნიორებს და ფართო საზოგადოებას".
ვანო ნაკაიძე, Petrocas Energy Group-ის პრეზიდენტი: " ჩვენი ერთობლივი საწარმოს შექმნა არის უნიკალური მოვლენა საქართველოსათვის და მთელი რეგიონისათვის. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ამ საწარმოს შესაძლებლობები და პოტენციალი საშუალებას მოგვცემს 30 პროცენტამდე გავზარდოთ საქართველოზე გამავალი ტვირთების რაოდენობა, რაც ბიუჯეტისათვის და ქართული რკინისგზისათვის მეტ შემოსავლებს ნიშნავს.“
Pertocas Energy Group წარმოადგენს რეგიონალურ მოთამაშეს ნავთობპროდუქტების ლოგისტიკის, ტრეიდინგისა და საცალო ვაჭრობის სფეროში. ის ფლობს ნავთობის თანამედროვე ტერმინალს ფოთის პორტში, რომლის მეშვეობითაც ხდება ნავთიბპროდუქტებისა და ნავთობქიმიკატების გადაზიდვა კასპიისა და შავი ზღვის რეგიონში. გარდა ამისა, ჯგუფში შემოდის საქართველოში ყველაზე დიდი Gulf-ის ბენზინგასამართი სადგურების ქსელი, რომელიც ითვლის 140 სადგურს.
Petrocas-ის ქართულმა კომპანიებმა 2014 წელს საქართველოს ბიუჯეტში შეიტანეს 100 მილიონ ლარზე მეტი, ხოლო ქვეყნის რკინისგზამ სატარიფო შემოსავლების სახით 50 მილიონზე ლარზე მეტი მიიღო. ამჟამად ჯგუფში 2000-მდე ადამიანია დასაქმებული.