დათო კრაწაშვილის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა

დათო კრაწაშვილის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა

17 თებერვალს, კულტურული პროგრამის ფარგლებში, გლდანის რაიონის გამგებლის ბესიკ ქარცივაძის ინიციატივით, “გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრის“ საგამოფენო დარბაზში, მისამართი: გლდანის Vმ/რ, მხატვარ  დათო კრაწაშვილის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა.

დამთვალიერებელს საშუალება მიეცა გაცნობოდა მხატვრის ტილოებსა და გრაფიკულ ნამუშევრებს, მისი შემოქმედების სხვა მხარეებს. ღონისძიებას დაესწრნენ გლდანის რაიონის გამგებელი ბესიკ ქარცივაძე, “თბილისზე მზრუნველი“ საპატიო წოდების მფლობელი თეიმურაზ გოცირიძე, მომღერალი ირმა სოხაძე, გლდანის რაიონის საჯარო სკოლისა და ბაგა-ბაღების დირექტორები, მასწავლებლები და მოსწავლეები, სასულიერო პირები, დათო კრაწაშვილის ოჯახის წევრები და გლდანის რაიონის გამგეობის თანამშრომლები. 

გამოფენაზე მოსულმა სტუმრებმა საკუთარი შთაბეჭდილებები დათო კრაწაშვილის სხოვნის ალბომში დააფიქსირეს.

დეკადას დაასრულებს მხატვრისადმი მიძღვნილი საღამო, რომელიც ს. ახმეტელის სახელობის თეატრში გაიმართება.