მთავრობა ლუდის მწარმოებლების შეთავაზებას ჯერ არ გამოხმაურებია

მთავრობა ლუდის მწარმოებლების შეთავაზებას ჯერ არ გამოხმაურებია

ლუდის მწარმოებლები ლუდზე აქციზის ზრდას აპროტესტებენ და ხელისუფლებას მეტი თანამშრომლობისკენ მოუწოდებენ. მთავრობა, ფინანსთა მინისტრი დიალოგზე წასვლას არ აპირებს და მწარმოებლებს საკუთარ მოსაზრებებს მხოლოდ მედიის საშუალებით უზიარებს.

ექსპერტები კომუნიკაციის ნაკლებობას უარყოფითად აფასებენ. ეკონომიკური პოლიტიკის ექსპერტთა ცენტრის ხელმძღვანელ რამაზ გერლიანის განცხადებით მთავრობა მის მიერვე დაგეგმილი შემოსავლების ტყვეა: „მე ვფიქრობ, რომ ეს შემოსავლებთანაა დაკავშირებულია. მათ არა აქვთ იმედი, რომ გაზრდის გარეშე დააკმაყოფილებენ იმ ვალდებულებებს, რომლებიც აიღეს და ბიუჯეტშია გაწერილი. ამიტომ ისინი არ თმობენ თავის პოზიციებს, მიუხედავად იმისა, რომ ლუდზეა ქციზის ზრდა მოხდა არაგონივრულად და არა ეკონომიკურად არა სამრთლიანადაც კი.

ასეთი ქცევა მიუღებელი არა მარტო ბიზნესისთვის არამედ სამოქალაქო სექტორისთვისაც, ზოგადად სამოქალაქო აზროვნებიდან მსგავსი ქცევა მიუღებელია. მოკლევადიან პერსპექტივაში შესაძლოა მათ მიიღონ გარკვეული შედეგი, თმცა გრძელვადიან პერსპექტივაში აზარალებს ბიზნეს - სექტორს“ - განაცხადა რამაზ გერლიანმა.

„ჩვენი ხელისუფლება, რომ ღვინის მოხმარების გაზრდაზე ზრუნავდეს კიდევ გასაგები იქნებოდა, მაგრამ მთლად მასე არაა საქმე... კარგადაა დასათვლელი - აქციზის ზრდით ბიუჯეტი კი არ გაიზრდება, არამედ პირიქით, მოიკლებს. ამიტომ მედიასაშუალებებით კი არ უნდა მოხდეს ურთიერთობა, არამედ სამუშაო გარემოში უნდა მოხდეს შეხვედრა და პოზიციების შეჯერება“ - განგვიცხადა ეკონომიკის ექსპერტმა სოსო არჩვაძემ.