აზიის რეგიონში რამდენიმე კომპანიის შეძენის შემდეგ, ფუდპანდა ჯგუფის ახალი სამიზნე შუა და ახლო აღმოსავლეთის რეგიონი გახდა.
კომპანიაში www.foodpanda.ge ადასტურებენ, რომ სრულიად შეისყიდეს საკვების მიტანის ბიზნესი 24h.ae ახლო აღმოსავლეთში და აღნიშნულ რეგიონს საკვების ონლაინ შეკვეთის სექტორის ერთ-ერთ მსხვილ ბაზრად მიიჩნევენ.
24h.ae არაბეთის გაერთიანებულ საამიროების შვიდ ქალაქში სწრაფ და ხელმისაწვდომ საკვების მიტანის სერვისს ახორციელებს. კერძოდ, დუბაიში, აბუ დაბიში, ალ აინში, შარჟაში, აჟმანში, ფუიაირაში და რაშ ალ ხაიმაში.
კომპანია 2011 წელს დაფუძნდა და ფუდპანდას მიერ შესყიდვის შემდგომ არსებული მენეჯმენტით და გუნდით გააგრძელებს ოპერირებას. ის შეინარჩუნებს 24h-ბრენდსაც, როგორც საამიროებში უკვე ცნობად და მიმზიდველ ბრენდს.
24h.ae ამჟამად პარტნიორობს 700-ზე მეტ რესტორანთან, რომელთა რიცხვშია ცნობილი ბრენდები როგორებიცაა: საბვეი, ვენდისი, დომინოს პიცა და პიცა ექსპრესი. ფუდპანდა იორდანიაში და საუდის არაბეთში უკვე ოპერირებს საკუთარი ჰელოუფუდის ბრენდის მეშვეობით.
შეგახსენებთ,რომ ფუდპანდას ჯგუფმა ცოტა ხნის წინ, ევროპაში რიგი შენაძენების განხორციელების შესახებ გამოაცხადა, რაც უნგრეთის, სერბიის, მონტენეგროს და ბოსნიისა და ჰერცოგოვინას კომპანიების სრულ შესყიდვას გულისხმობდა. ამ ფაქტის შემდეგ, აზიურ ბაზარზე ფუდპანდამ 7 კონკურენტი შეიძინა, რამაც კომპანიას რეგიონში სალიდერო პოზიცია გაუმყარა.
ამ ეტაპზე ფუდპანდა 40 ბაზარზეა აქტიური, მათ შორის, აზიის, ევროპის, შუა აღმოსავლეთის, აფრიკისა და ლათინური ამერიკის რეგიონებში.
foodpanda მომხმარებლის მოთხოვნებზე ორიენტირებული კომპანიაა, რომელიც ისეთი თანამედროვე ტექნოლოგიური სიახლის გამოყენებით, როგორიცაა მობილური აპლიკაცია, საკვების შეკვეთას ბევრად უფრო მარტივსა და სახალისოს ხდის, რაც მომხმარებლის მაქსიმალურ კომფორტს განაპირობებს. გამარტივებული ფორმით 70-ზე მეტი კვების ობიექტიდან კერძების შეკვეთა და ადგილზე მიტანა თბილისის, ბათუმის, ქუთაისის, მცხეთისა და რუსთავის მასშტაბით საიტის გარდა ( www.foodpanda.ge ) მობილური აპლიკაციის (iOS, Android, Windows Mobile) საშუალებითაც შეგიძლიათ.
foodpanda, ონლაინ საკვების შეკვეთის სერვისი, რომელიც მსოფლიოს 45-ზე მეტ ქვეყანაშია. გერმანულმა ბრენდმა ქართულ ბაზარზე ოპერირება 2014 წლის მარტში დაიწყო. „ფუდპანდას“ სათავო ოფისი ბერლინში მდებარეობს, საიდანაც ყველა ქვეყნის საქმიანობის კოორდინირება ხორციელდება