საქართველოს პრეზიდენტი ცესკო-ს ახალ წევრებს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი ცესკო-ს ახალ წევრებს შეხვდა

გიორგი მარგველაშვილი დღეს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხუთ ახალ წევრს შეხვდა და მათ მომავალ საქმიანობაშიწარმატება უსურვა.

გიორგი შარაბიძე, დიმიტრი ჯავახაძე, გიორგი ჭიქაბერიძე, გიორგი ჯავახიშვილი, ზურაბ ხრიკაძე საქართველოს პრეზიდენტისადმინისტრაციაში ღია და დემოკრატიული პროცესის საფუძველზე შეარჩიეს და მათ კანდიდატურებს საქართველოს პარლამენტმა დაუჭირამხარი.

„ვიმედოვნებთ, რომ თითოეული მათგანი კომპეტენციით, გამოცდილებითა და ნეიტრალობით ხელს შეუწყობს ცენტრალური საარჩევნოკომისიის მიერ ღირსეული ადგილის დამკვიდრებას სახელმწიფო ორგანოთა სისტემაში და საზოგადოების ნდობის დამსახურებას," - განაცხადაპრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა დავით პატარაიამ.

შეხვედრას პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი და პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ესწრებოდნენ.