საქართველოს პრეზიდენტი დღეს თურქმენეთის ელჩს საქართველოში დოვლეტმირატ მურატოვს შეხვდა.
გიორგი მარგველაშვილმა და დოვლეტმირატ მურატოვმა საქართველოსა და თურქმენეთს შორის არსებული მეგობრული ურთიერთობის შესახებ ისაუბრეს და ყურადღება ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივაზე გაამახვილეს. საუბარი შეეხო ერთობლივი ეკონომიკური პროექტების განვითარების მნიშვნელობასაც.