პრობაციის ეროვნული სააგენტო ერთ-ერთ ყველაზე ღია საჯარო დაწესებულებად დასახელდა

პრობაციის ეროვნული სააგენტო ერთ-ერთ ყველაზე ღია საჯარო დაწესებულებად დასახელდა

პრობაციის ეროვნული სააგენტო, საჯარო დაწესებულებებს შორის, საჯარო ინფორმაციის გამჭვირვალობის კუთხით, ერთ-ერთ ყველაზე ღია დაწესებულებად დასახელდა და სპეციალური სიგელით დაჯილდოვდა.
 
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) მიერ 2014 წელს ჩატარებული კვლევის შედეგების პრეზენტაცია სასტუმრო "თბილისი მარიოტში" გაიმართა.
 
კვლევის ავტორთა შეფესაბით, პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ ყველა შეკითხვას სრულყოფილი პასუხი გაეცა და შედეგად საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის 100 პროცენტიანი შედეგი აჩვენა. „IDFI"-ის გამგეობის თავმჯდომარის ლევან ავალიშვილის განცხადებით, ასევე პროგრესია პრობაციის ეროვნული სააგენტოს ვებ-გვერდზე საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების კუთხითაც.
 

აღსანიშნავია, რომ 2013 წელს „IDFI"-მ პრობაციის ეროვნული სააგენტო, საჯარო დაწესებულებებს შორის, ინფორმაციის გამჭვირვალობის კუთხით, ყველაზე პროგრესირებად დაწესებულებად დაასახელა.