„წელს ჩვენი კომპანია არ გაზრდილა, მაშინ როდესაც აქამდე ყოველ წელს ეს მაჩვენებელი 5 პროცენტს აღწევდა“ - განაცხადა ლუდის მწარმოებელი კომპანია ნატახტარის დირექტორმა კორპორატიულ საკითხებში, ნიკოლოზ ხუნძაკიშვილმა.
ლუდის მწარმოებელი კომპანიების წარმომადგენლები, ეკონომიკის ექსპერტები და ანალიტიკოსები დღეს „რედისონ ბლუ ივერიაში“ შეხდვნენ და ლუდზე აქციზის ზრდის საკითხებზე ისაუბრეს.
კომპანია „კასტელ - საქართველოს“ დირექტორის წარმომადგენელის თქმით ლუდი ელასტიური პროდუქტია და ფასის ნებისმიერი ცვლილება ლუდის ბაზარზე და შესაბამისად წარმოებაზე მომენტალურად აისახება.
ეკონომიკის ექსპერტ თამაზ აქუბარდიას თქმით ხელისუფლება უნდა მოერიდოს მეწარმეებისთვის გადასახადების ამ ფორმით ცვლილებებს და მათთან მეტი კომუნიკაცია უნდა ჰქონდეს.
ხელისუფლებას, რომ ბიზნესმენბთან მეტი კომუნიკაცია უნდა ჰქონდეს და მაქსიმალურად უნდა შეუწყოს ხელი პროგნოზირებადი გარემოს ჩამოყალიბებას, ამაზე დისკუსისს მონაწილე ყველა ექპერტი თანხმდება.