კომპანია ინდოეთში, მალაიზიაში, სინგაპურში, ფილიპინებში, პაკისტანში, ჰონგ კონგსა და ტაილანდში ბიზნესს აფართოებს
საერთაშორისო ონლაინ საკვების მიტანის სერვისმა „ფუდპანდამ“ (www.foodpanda.ge) 7 კონკურენტულ ქვეყანაში სტრატეგიული შესყიდვები განახორციელა, და შესაბამისად, აზიურ ბაზარზე სერვისის ლიდერი გახდა.
გლობალურად, კომპანია 5 კონტინენტის 39 ქვეყანაშია აქტიური. აღნიშნულმა შესყიდვამ ფუდპანდას კონკურენტების ბიზნესი ინდოეთში, მალაიზიაში, სინგაპურში, ფილიპინებში, პაკისტანში, ჰონგ კონგსა და ტაილანდში შემატა.
2014 წლის ნოემბერში ინდური „TatsyKhana-ს” შესყიდვის შემდეგ, ფუდპანდამ ამჯერად JUST EAT ბიზნესი შემოიერთა და ამით ინდოეთის 200 ქალაქში 12 ათასამდე რესტორნის მოცვით აქტიურობა დაიმკვიდრა.
მალაიზიაში, ფილიპინებსა და სინგაპურში ფუდპანდამ სრულიად შეისყიდა “Food Runner,” რომელსაც საფრენჩაიზო კავშირი ინდონეზიასთანაც აქვს. ამით ფუდპანდა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ოთხ სტრატეგიულ ბაზარზე ხდება ლიდერი, 1200 პარტნიორი რესტორნით მალაიზის, სინგაპურის და ფილიპინების ყველა ძირითად ქალაქში.
პაკისტანში, კომპანიამ „EatOye“ მოიპოვა, რომელსაც 15 ქალაქში 1000 პარტნიორი რესტორანი აქვს და ჩვეულ ოპერირებას გააგრძელებს ფუდპანდას მენეჯმენტის ქვეშ. ჰონგ კონგში კი ფუდპანდა ოთხ ბრენდთან გააკეთებს ინტეგრაციას საერთო ჯამში 500 რესტორნის მოცვისთვის, რომლებიცაა “Koziness.com,” “Dial-a-Dinner,” “SOHO Delivery,” და “Ring-a-Dinner.”
ტაილანდში ფუდპანდა ითანამშრომლებს “Food By Phone-თან“, რომელიც სახელის მიუხედავათ სულ უფრო და უფრო იზრდება ციფრული და ონლაინ გაყიდვების მხრივ. ის ფუდპანდას მომხმარებლებს ტაილანდის სამ უდიდეს ქალაქში 650 რესტორანზე მეტში გაუხსნის კარებს.
რალფ უენცელი, ფუდპანდას საერთაშორისო დირექტორი და თანადამფუძნებელი: „ამჟამინდელი შესყიდვებით ფუდპანდა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის საბაზრო ლიდერი ხდება, რაც ადგილობრივი კომპანიების გამოცდილებასთან ერთად გაცილებით გაამდიდრებს და წინ წაწევს ჩვენს შეთავაზებებს მომხმარებლებისთვის.“
foodpanda მომხმარებლის მოთხოვნებზე ორიენტირებული კომპანიაა, რომელიც ისეთი თანამედროვე ტექნოლოგიური სიახლის გამოყენებით, როგორიცაა მობილური აპლიკაცია, საკვების შეკვეთას ბევრად უფრო მარტივსა და სახალისოს ხდის, რაც მომხმარებლის მაქსიმალურ კომფორტს განაპირობებს. გამარტივებული ფორმით 70-ზე მეტი კვების ობიექტიდან კერძების შეკვეთა და ადგილზე მიტანა თბილისის, ბათუმის, ქუთაისის, მცხეთისა და რუსთავის მასშტაბით საიტის გარდა ( www.foodpanda.ge ) მობილური აპლიკაციის (iOS, Android, Windows Mobile) საშუალებითაც შეგიძლიათ.
foodpanda, ონლაინ საკვების შეკვეთის სერვისი, რომელიც მსოფლიოს 45-ზე მეტ ქვეყანაშია. გერმანულმა ბრენდმა ქართულ ბაზარზე ოპერირება 2014 წლის მარტში დაიწყო. „ფუდპანდას“ სათავო ოფისი ბერლინში მდებარეობს, საიდანაც ყველა ქვეყნის საქმიანობის კოორდინირება ხორციელდება.