DCFTA-ის შესაძლებლობები აგრობიზნესებისათვის

DCFTA-ის შესაძლებლობები აგრობიზნესებისათვის

სოფლის მეურნეობის სამინისტროს და USAID-ის პროექტის ინიციატივით ევროკავშირთან ღმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ (DCFTA) შეთანხმების საკითხებზე აგრობიზნესში დასაქმებული მეწარმეებისთვის სამდღიანი ტრეინინგი გაიმართა.

ტრეინინგი  პროექტის „ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის შესაძლებლობები აგრობიზნესისათვის“ ფარგლებში გაიმართა. პროექტის მიზანია, ევროკავშირთან გაფორმებული ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის მოთხოვნების ანალიზი, რეკომენდაციების შემუშავება, თემატური ტრენინგების ჩატარება, ბენეფიციარებისთვის კონსულტაციების გაწევა და შესაბამისად, იმ საექსპორტო შესაძლებლობების მაქსიმალური გამოყენებას პროექტის გრანტის მიმღები კომპანიებისათვის, რომელსაც იძლევა ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება.

ტრეინინგს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლევან დავითაშვილი და USAID მისიის დირექტორის მოადგილე თომას მორის დაესწრნენ და მონაწილეებს სერტიფიკატები გადასცეს. 

პროექტის „ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის შესაძლებლობები აგრობიზნესისათვის“ ფარგლებში განსაზღვრულია კონკრეტული რეკომენდაციებს შემუშავება, რათა პროექტის ბენეფიციარებს და ყველა დაინტერებული მხარეს  ჰქონდეთ დეტალური ინფორმაცია თავისუფალი ვაჭრობის ფარგლებში პროდუქციის ევროკავშირის ბაზარზე ტექნიკური ბარიერებისა და საბაჟო ტარიფების გარეშე გატანის შესახებ.

ევროკავშირთან ღმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება შესაძლებლობას აძლევს ქართული აგრობიზნესის საწარმოებს  გააფართოვონ ვაჭრობა ევროპასთან. ამ შესაძლებლობების განხორციელებისთვის ქართულმა აგრობიზნესის საწარმოებმა უნდა მოახდინონ თავიანთი საწარმოების მოდერნიზაცია და მიიღონ საერთაშორისოდ აღიარებული ხარისხისა და სურსათის უვნებლობის სტანდარტები.